საზოგადოება დედამიწის მოსახლეობა 2050 წელს 9,8 მილიარდს გადააჭარბებს 2017, 22 ივნისი, 21:38 შობადობის შემცირების მიუხედავად, დედამიწის მოსახლეობა ახლანდელი 7, 6 მილიარდიდან 2050 წელს 9, 8 მილიარდს, ხოლო 2100 წელს 11, 2 მილიარდს გადააჭარბებს – ნათქვამია გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მოხსენებაში.
გამოკვლევების თანახმად პლანეტაზე მოსახლეობის მატება ძირითადად 47 ყველაზე განუვითარებელი ქვეყნის ხარჯზე მოდის, სადაც შობადობა ერთ ქალზე 4, 3 ბავშვს უტოლდება. გაიზრდება მოხუცებულთა რიცხვი, 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლე 2100 წლისათვის 3 ჯერ გაიზრდება და 3, 1 მილიარდი გახდება. სწრაფად იზრდება ინდოეთის მოსახლეობა, 2024 წელს ის გაასწრებს ჩინეთს და 1, 4 მილიარდი გახდება. ექსპერტების აზრით 2050 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები დაკარგავს მესამე ადგილს, რომელსაც ახლა მეშვიდე ადგილზე მყოფ ნიგერიას დაუთმობს. 28 შეფასება არ არის
|