x
image
ვიზა კოხაძე
ჭორი თუ სიმართლე ბიძინა ივანიშვილზე? რას წერენ სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
imageგასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის, რამდენადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა სოციალურ ქსელში ტელეკომპანია რუსთავი 2 - ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომლის სტატუსმაც არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. - "ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა, დამძიმდა და გერმანიაში გადააფრინეს. - ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში.

ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში"-წერდა ნიკა გვარამია.image

ამ ფაქტს გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი გიორგი უძილაური, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა: "ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ ნაციონალების ნდობა არ შეიძლება:

ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად ნაციონალური მოძრაობაა, რასაც აშკარად ვეღარც მალავენ".image

ბერამაც არ დააყოვნა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა მამის მდგომარეობას. აი რას წერდა ბერა რამდენიმე დღის წინ: - " "დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან...

მუდამ თქვენი

ბერა

P.s გილოცავთ მამის დღეს"image

image

დღეს დილით კი ფეისბუქის საკუთარ გვერდებზე არა ერთი სტატუსი მიეძღვნა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგიერთი მომხმარებელი დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ივანიშვილი მიუნხენის კლინიკაშია გადაყვანილი სამკურნალოდ, სხვები კი უაპელაციოდ დაჯერებას არავისგან ითხოვენ, თუმცა სანდო წყაროზე დაყრდნობით ივანიშვილის მდგომარეობას საკმაოდ კრიტიკულად აღწერენ და როგორც ამბობენ დიაგნოზია იშემიური შოკი. გაგაცნობთ მათ სტატუსებს ფეისბუქის გვერდებზე:

David Nebieridze 44 წთ. ·

ერთი სიტყვით, არავის დაგაძალებთ უაპელაციოდ დაჯერებას, მაგრამ, იმდენად სანდო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ მე მჯერა. ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა მართლაც უკიდურესად მძიმეა და გადაყვანილი ყავთ გერმანიაში. დიაგნოზია იშემიური შოკი, ძალიან მძიმე ფორმებით. ექიმები გარანტიებს ვერ იძლევიან. მისთჳის უკეთეს შემთხვევაში მინიმუმ 7-8 თვის მანძილზე არაკომუნიკაბელური და არაქმედუნარიანი იქნება. დიდი პოლიტიკისთვის კი ეს სიკვდილის ტოლფასია. მითუმეტეს ისეთი ეკლექტური და მედროვე გუნდის პირობებში როგორიც მას პყავს.

მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია კომენტარი


გაზეთ "ქრონიკა + - ის" რედაქტორი ქალბატონი ელისო კილაძე კი დილიდან პირდებოდა საზოგადოებას დაზუსტებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას მიაწვდიდა მათ ივანიშვილის ადგილმდებარეობის შესახებ.image

ელისო კილაძე 35 წთ ·

ბიძინა ივანიშვილი იმყოფება გერმანიაში.მიუნხენის გარეუბანში, კლინიკაში.
დიაგნოზი არის იშემიური შოკი.
ნებისმიერ ემოციას-დადებითს და უარყოფითს შეუძლია გამოიწვიოს ფართო ინსულტი.
უახლოესი თვეები ის იქნება იზოლირებული .
პოლიტიკას ჩამოშორებულია !!!

მომწონს კომენტარი 135დავით ოსეფაშვილი და 134 სხვა 41 გაზიარება კომენტარები 4 კომენტარი 56-დან წინა კომენტარების ნახვა Natia Chrelashvili Natia Chrelashvili Yvelaperze gamobrcyindeboda da komentars aketebda da axla mgoni martla simartlea, torem amdenixani gvetyoda or sityvas. მომწონს · პასუხი · 2 წთ. Marina Papava Marina Papava Kaladze camoqachavs qurdul sazogadoebas.darcha burti da moedani . მომწონს · პასუხი · 1 წთ Natia Chrelashvili Natia Chrelashvili Titas ambavi icis tu mizui titaa misi amjamindeli mdgomareobis?

დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების დიდ ნაწილში უფრო მეტი აგრესია და ზიზღი გამოიწვია "სავარაუდო ავადმყოფის მიმართ", რაზეც კომენტარებშიც ვკითხულობთ.

0
431
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0