![მდიდარი მშობლები და ახალდაბადებული
ტყუპები ( + ბევრი ფოტო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017061914475530087.jpg)
ჰოლივუდის ცნობილი მექალთანე ჯორჯ კლუნი, რომელიც ორი წლის წინ ცნობილ სამართალდამცველზე ამალ ალამუნდინზე დაქორწინდა, ცოტა ხნის წინ მამა გახდა. მოგეხსენებათ, მსახიობი არც თუ ახალგაზრდაა და ბედმა ბოლომდე გაუღიმა. აი, რას წერს კინოვარსკვლავის შესახებ ბრიტანული ყვითელი პრესა: - " ... კლუნს ბოლომდე გაუმართლა ამ ასაკში, რამდენადაც მას მეუღლემ ტყუპებ ი გაუჩინა. ( კიდევ შეძლებს თუ არა მსახიობი ცოლის დაფეხმძიმებას, საკითხავია)"... .
![მდიდარი მშობლები და ახალდაბადებული
ტყუპები ( + ბევრი ფოტო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017061914535830087.jpg)
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა დაცვის მიზნით ტყუპებს ( რომელთა სახელები ამ ეტაპზე სამწუხაროდ უცნობია) საწოლებთან პირადი დაცვა მიუჩინა და როგორც ოჯახთან დაახლოებული პირი აცხადებს, შესაბამისი ზომები მსახიობმა მეუღლის ამალ ალამუნდინის სამსახურის გამო მიიღო. ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ქალბატონია, რის გამოც ადგილი აქვს მუქარას კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან.
მსახიობი ბედნიერია და ნელ - ნელა ეჩვევა მამის მოვალეობებს.- " ჯორჯი დიდხანს ელოდა ამ ყველაფერს. როგორც კი ბოლოს და ბოლოს მამა გახდა, არ სურს რაიმე რისკზე წასვლა. ბავშვების საწოლებთან დაცვა ჯერ მხოლოდ დასაწყისია".
![მდიდარი მშობლები და ახალდაბადებული
ტყუპები ( + ბევრი ფოტო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017061914543530087.jpg)
რაც შეეხება კიუდევ ერთ ვარსკვლავურ წყვილს - ბიონსეს და ჯეი ზის, მათაც ტყუპები შეეძინათ. 35 წლის პოპ დივა მეორედ გახდა დედა. ყვითელი პრესა აქტიურად ადევნებდა თვალს მომღერლის პირად ცხოვრებას და ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მდიდარი მშობლები ბავშვის გაჩენას სახლის პირობებში აპირებდნენ.
![მდიდარი მშობლები და ახალდაბადებული
ტყუპები ( + ბევრი ფოტო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017061915061330087.jpg)
მხოლოდ გარეთულებების თავიდან აცილების მიზნით წავიდოდნენ სამშობიაროში. ასეც მოხდა, ბიონსემ ტყუპები ლოს - ანჟელესში
Cedars-Sinai-ს კლინიკაში გააჩინა. მედიკოსების თქმით, ვარსკვლავმა წარმატებით იმშობიარა და ტყუპებიც ( გოგონა და ვაჟი ) კარგად არიან.
წყვილმა ტყუპებზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იზრუნეს და როგორც ბრიტანული საიტი წერდა, ტყუპების ოთახი მათ ერთი მილიონი დოლარი დაუჯდათ - წერს dailymail.
ბიონსეს მამამ ინსტაგრამზე მიულოცა ტყუპების დაბადება. პაპარაცების ობიექტივში კი სამშობიაროსთან მოძრავი ფანები დაფიქსირდნენ.
![მდიდარი მშობლები და ახალდაბადებული
ტყუპები ( + ბევრი ფოტო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017061915243730087.jpg)
![მდიდარი მშობლები და ახალდაბადებული
ტყუპები ( + ბევრი ფოტო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017061915250630087.jpg)
![მდიდარი მშობლები და ახალდაბადებული
ტყუპები ( + ბევრი ფოტო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017061915255630087.jpg)