საზოგადოება ფრანგმა მანქანით ლა მანშს გადაუფრინა 2017, 15 ივნისი, 1:29 ფრანგმა პილოტმა ბრუნო ვიზოლიმ ლა მანშის სრუტე წარმატებით გადალახა. ფრენა 3000 მეტრის სიმაღლეზე 70 კმ/სთ სიჩქარით განხორციელდა. აპარატი "პეგასი" (Pegasus), რომელიც მსუბუქი მანქანისა და პარაპლანის ჰიბრიდს წარმოადგენს, ფრანგულმა კომპანია Vaylon – მა წარმოებაში 2014 წელს ჩაუშვა. აპარატს ორი ძრავი აქვს. ერთ მათგანს ბორბლები მოჰყავს მოძრაობაში, მეორეს საჰაერო ვინტი. მანქანას შეუძლია მოძრაობა როგორც მიწაზე, ისე ჰაერში. მისი მაქსიმალური სიჩქარე მიწაზე 80 კმ/სთ, ხოლო ჰაერში 70 კმ/სთ. – ია. სატრანსპორტო საშუალება ძირითადად სამძებრო და სამაშველო მოზნებისთვის გამოიყენება. დიდი გამოყენება აქვს აგრეთვე ტურიზმშიც. 91 2-ს მოსწონს
|