x
image
ვიზა კოხაძე
"რა ხდება? ნუ მაშინებ მე, გთხოვ"! - კიმ კარდაშიანის განწირული ხმა მობილურში, რომელმაც ქმრის ავადმყოფობის შესახებ გაიგო

imageშემზარავი ამბავი შეიტყო რეალითი შოუს სექს სიმბოლომ კიმ კარდაშიანმა ტელეფონით, როდესაც მას შეატყობინეს, რომ მისი მეუღლე ქანიე უესტი ჰოსპიტალიზირებულია ლოს ანჟელესის ერთ - ერთ ძვირადღირებულ საავადმყოფოში, რომელსაც ფსიქიკური დაზიანებები გამოუვლინდა ზუსტად იმ დროს, როდესაც კვირის საღამოს რეალითი შოუს ჩვენება მიმდინარეობდა.

36 წლის კიმ კარდაშიანი პარიზში იმყოფებოდა თავისი გარდაცვლილი მამის საფლავისთვის პატივის მისაგებად. ამ დროს მან მიიღო სატელეფონო შეტყობინება ქანიეს უახლოესი მეგობრისგან, რომელთან ერთადაც საავადმყოფოში იმყოფებოდნენ კიმის დედა კრის ჯენერი და და კორტნი კარდაშიანი. imageimageფრიად დამწუხრებული კრის ჯენერი ქალიშვილს ტელეფონში თხოვს ყოჩაღად იყოს და თავს გაუფრთხილდეს, რაზეც კიმი პასუხობს: - " არავითარი ძალა და სურვილი არა მაქვს მოვწესრიგდე და მაკიაჟი გავიკეთო".

საავადმყოფოში მათ მოსანახულებლად მომღერალი ქეთი პერი მივიდა, რომელმაც გაამხნევა დამწუხრებული ოჯახის წევრები და უთხრა, რომ თითოეული ჩვენი ტკივილი გამოცდაა, რომ ყოველი ურთიერთობა, ყოველი გამოცდილება და ყოველი ტრავმა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდაა.image

ბევრი ტკივილისა და გამოცდილების მქონე კრის ჯენერი დარწმუნებულია, რომ მისი ქალიშვილი კიმი ძალიან ძლიერია და ყველაფერს გაუძლებს, აქვე დასძენს, რომ დედისგან კიმმა უამრავი მაგალითი აიღო, თუ როგორ გაუძლოს ცხოვრებისეულ ტკივილებს.imageimageimageშეგახსენებთ, რომ კრის ჯენერს პირველი ქმრისგან აწ გარდაცვლილი რობერტ კარდაშიანისგან დარჩა ოთხი შვილი; კიმი, კორტნი, ქლოე და ბობ კარდაშიანები.გოგონებმა საოჯახო ფოტოებისგან მოსაგონებლად ალბომი შექმნეს, სადაც საპატიო ადგილს იკავებს მათი გარდაცვლილი მამის რობერტ კარდაშიანის ფოტოც.image
პ.ს ვერავინ იფიქრებდა, რომ დღემდე ამერიკის აღიარებული სექს - სიმბოლო, პოპულარული კიმ კარდაშიანი, რომელსაც არა ერთი წარუმატებელი რომანი ჰქონდა, დღეს ყველასგან შესაბრალებელი და ძალიან უსუსური გახდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ კიმი უზომოდ შეყვარებულია თავის ქმარზე ქანიე უესტზე.


0
823
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
823
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0