x
image
ვიზა კოხაძე
"როგორ ცხოვრობენ საქართველოს პრეზიდენტების შვილები"? - რას წერს რუსული პრესა საქართველოს ოთხივე პრეზიდენტის შვილებზე ( + ფოტოები )
image26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და ამ თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე პრეზიდენტები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ზოგი გადატრიალების ფონზე, ზოგიც ვარდების რევოლუციის, თუმცა ცხოვრება ცალსახად განვითარდა და სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს "sputnik-georgia.ru" თუ როგორ ვითარდებოდა და ყალიბდებოდა ბავშვების ცხოვრება საქართველოს ოთხივე პრეზიდენტისა.

საინტერესოა რას წერს წყარო ზვიად გამსახურდიას შვილებზე:image- " საქართველოს პირველ პრეზიდენტს სამი ვაჟი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი დარჩა.imageკოკო გამსახურდია ზვიადს პირველი ქორწინებიდან დალი ლოლუასგან შეეძინა, რომელსაც ბაბუის სახელი დაარქვეს. ის ერთადერთია პირველი პრეზიდენტის ვაჟებს შორის, რომელმაც მამის მსგავსად პოლიტიკის გზა აირჩია. კოკო იყო ოპოზიციის ლიდერი მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოხვდა საქართველოს პარლამენტში. image

ზვიად გამსახურდიას დიდ ოჯახში მისი მეორე ვაჟი ცოტნე ანტიგმირი და წინააღმდეგობრივი ფიგურაა გამსახურდიების ოჯახში.ძმასთან და დედასთან ერთად 1997 წელს ცოტნე სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმში დასახლდა, სადაც მერის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ 1999 წელს მას ბრალი დასდეს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წყალბურთელი ავთანდილ მაღლაკელიძის დაჭრის თაობაზე, მაგრამ ეს საქმე გასაიდუმლოებული იყო - წერს წყარო. 2009 წელს ცოტნე გამსახურდია განზრახ მკვლელობისა და უკანონო იარაღის შენახვისთვის დააკავეს, რომელსაც 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 2012 წელს კათალიკოს - პატრიარქის ილია მეორის თხოვნით მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტნე გამსახურდია შეიწყალა. ზვიადის მესამე ვაჟი გიორგი თავს არიდებს საზოგადოებრივ აქტიურობას. მან დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.imageრაც შეეხება საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შთამომავლობას, მისი შვილები ყოველთვის გაურბოდნენ საჯაროობას, განსაკუთრებით კი მამის და ბაბუის გადადგომის ანუ "Революции роз" შემდეგ საერთოდ გაქრნენ ეკრანებიდან, თუ არ ჩავთვლით სოფო შევარდნაძეს, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს და შიგადაშიგ სამშობლოსაც სტუმრობს. image

მისი ვაჟი პროფესიით იურისტია და იუნესკოში მუშაობდა, მაგრამ რევოლუციის შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მისი ქალიშვილი, რომელიც აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მამის გადადგომის შემდეგ დაემშვიდობა საზოგადოებრივ ცხოვრებას. დღეს მანანა შევარდნაძე სარეკლამო კომპანია "Неостудио" დამფუძნებელია.


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორი ვაჟი - ედუარდი და ნიკოლოზი. 15 წლის ედუარდი ამერიკაში სწავლობს в Суортмор-колледже კოლეჯში.imageსააკაშვილის 15 წლის ედუარდმა გინესის რეკორდების წიგნის სერთიფიკატი მიიღო. სწავლასთან ერთად მესამე პრეზიდენტის უფროსი ვაჟი თან მუშაობს და თანხასაც გამოიმუშავებს. ის არის ყოველდღიური გაზეთის "Daily Gazzete" ერთ - ერთი რედაქტორი, სადაც სტატიებს აქვეყნებს - წერს წყარო.

ცნობისათვის, მან მოხსნა მსოფლიო რეკორდი "აიპადში" ინგლისური ანბანის ბეჭდვაში, რომელიც ედუარდმა 5, 26 წამში შეძლო.

უმცროსი ვაჟი 11 წლის ნიკოლოზი ინგლისის ერთ - ერთ კერძო სკოლაში სწავლობს.image

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შვილები - მეოთხე პრეზიდენტს ორი ქორწინებიდან ჰყავს ქალ - ვაჟი. პირველი ქორწინებიდან ანა მარგველაშვილი, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ანასტასია ვირსალაძისგან გააჩინა და საქართველოს ამჟამინდელი პირველი ლედისგან მაკა ჩიჩუასგან 2 წლი - ნახევრის თემო.imageანა მარგველაშვილი დაქორწინებულია და ჰყავს ქალიშვილი ანასტასია. ბოლო დრომდე პრეზიდენტის ქალიშვილი თავს არიდებდა კამერებთან გამოჩენას, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მისი და ანას მეუღლის მეგობრის დაპატიმრების შემდეგ, რომელსაც ბრალი ედება ნარკოდანაშაულში. imageანა მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციებში და განაცხადა, რომ აქტიურად გააგრძელებს ჩაერთოს საზოგადოებრივ საქმიანობაში - წერს https://sputnik-georgia.ru.

0
587
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0