ჯანმრთელი კვება საზიანოა თუ არა ამოსული კარტოფილის ჭამა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 25 მარტი, 16:22
შეკითხვა - ვარგისია თუ არა საკვებად ძველი, უკვე ამოსული კარტოფილი, როგორც წესი ჩნდება გაზაფხულის ბოლოს, როცა გასული წლის მოსავლის კარტოფილი უკვე ძველდება და ღვივდება და სამაგიეროდ სუპერმარკეტებსა თუ ბაზარში ახალი лარტოფილი ჩნდება.
მეცნიერები, დიეტოლოგები და კულინარები უკვე დიდი ხანია კამათობენ ძველი კარტოფილის ვარგისიანობაზე და ჯერ-ჯერობით ერთადერთი დასკვნა ის არის, რომ ჭამა შეიძლება, ოღონდ სიფრთხილით. ამ პროდუქტის მთავარი საფრთხე ის არის, რომ დროთა განმავლობაში მასში გროვდება მომწამვლელი ნივთიერება - გლიკოლაკალოიდი სოლანინი. ის დიდი რაოდენობით არის კარტოფილის მწვანე ნაყოფში, ასევე კარტოფილში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იდო მზეზე და გამწვანდა, ამოსულ ან დამპალ კარტოფილში და რამდენიმეჯერ გაყინულ და გამლღვალ პროდუქტში. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ამ გზით კარტოფილი თავს იცავს მავნებლებისგან, რათა გორგალი საღი გადარჩეს და გაზაფხულზე ახალი მოსავლის აღმოსაცენებლად გამოდგეს. სოლანინი ძალიან საშიში საწამლავია. თუმცა ამის გამო პანიკის ატეხვა არ ღირს. ხარშვის დროს სოლანინი წყალში იხსნება და ნაყოფიდან ნახარშში გადადის. ამიტმ, ძველი კარტოფილი, უმჯობესია გაითალოს, დაიჭრას მცირე ზომის ნაჭრებად და მოიხარშოს. წყლის გადაწურვის შემდეგ კარტოფილი სრულიად უვნებელია. კარტოფილი უნდა გაითალოს რაც შეიძლება სქლად, რათა მოსცილდეს ნებისმიერი დაზიანებული ადგილი. ამგვარი გაღვივებული გორგლების მუნდირში ხარშვა კატეგორიულად არ შეიძლება, ისევე, როგორც გაუთლელად შეწვა ან ღუმელში გამოცხობა. ცხადია, კარტოფილის გორგლები ბნელ ადგილზე უნდა იყოს შენახული. როგორც კი ძველი კაროფილი უსიამოვნო სუნს ან გარეგნობას შეიძენს, იგი უნდა გადაიყაროს. არავითარ შემთხვევაში არ აშეიძლება ამგვარი კარტოფილის შინაური ცხოველებისთვის ჭმევა - ამით ისინი მოიწამლებიან. სულ სხვა მიდგომაა საჭირო ახალ კარტოფილთან, რომელიც ასევე შეიცავს საშიშროებას. ამის გასაგებად გადადით ბმულზე და იხილეთ სტატია "ახალი კარტოფილი უფრო სასარგებლოა თუ ძველი და როგორ მოვამზადოთ სწორად". ასევე უნდა იცოდეთ: 1. საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ! 2. რა მოგვივა თუ მზესუმზირას ყოველდღე შევჭამთ - ეს ბევრმა არ იცის! 3. იცოდით, რომ ხახვს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს? - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 4. მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - ეს უნდა ვიცოდეთ! 5. 6 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის შეწვის დროს ვუშვებთ - გაითვალისწინეთ! უფრო მეტი სასარგებლო სტატია იხილეთ ბმულზე. 18229 9-ს მოსწონს 1-ს არა
|