x
image
natia.a
მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

რძემჟავა პროდუქტები ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს ადვილად ათვისებად ცილებს, კალციუმს, მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. მათი სარგებელი განსაკუთრებით დიდია ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის.

ამ სტატიაში შევედებით ერთმანეთს შევადაროთ ორი პოპულარული რძემჟავა პროდუქტი - მაწონი და კეფირი, და ხაზი გავისვათ მათ სასარგებლო და მავნე თვისებებს.


imageმაწონი, შეიძლება ითქვას, ქართული ეროვნული პროდუქტია. როგორც წესი, მას პასტერიზაცია არ უკეთდება, შესაბამისად, შემადედებელი რძემჟავა ბაქტერიები მასში ცოცხალია და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ, რამდენადაც მაწონი ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს შეიცავს, შენახვისას იგი სულ უფრო მჟავდება, მჟავე მაწონი კი ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომატებული მჟავიანობა, წყლულები, ეროზიული გასტრიტი, პანკრეატიტი ან ჰეპატიტი გაწუხებთ.

კეფირიც, ისევე როგორც მაწონი, არაპასტერიზებული ფორმით იყიდება. იგი შეიცავს პრობიოტიკების და დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორასა და ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე. იგი ხელს უშლის ნაწლავში პათოგენური ფლორის ჩამოყალიბებას. ყოველდღიურად ერთი ჭიქა კეფირის მიღება თავიდან აგარიდებთ ნაწლავურ დაავადებებსა და ინფექციებს. გარდა ამისა, კეფირი ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
image

თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაწვნისგან განსხვავებით, კეფირის მოსამზადებლად რძემჟავა ბაქტერიებთან ერთად იყენებენ ალკოჰოლურ ფერმენტაციას. მართალია, ალკოჰოლის შემცველობა ქარხნული წარმოების კეფირში მერყეობს 0, 07 %-დან 0, 88 %-მდე, მაგრამ ამის გამო იგი მაინც არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და საჭესთან მჯდომი ადამიანებისთვის.

გარდა ამისა, კეფირს აქვს სუსტი საფაღარათო და შარდმდენი ეფექტი, ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც დიარეისადმი აქვთ მიდრეკილება, მას უნდა ერიდნონ.

კეფირი შეიცავს ტრიპტოფანომს - ამინომჟავას, რომელიც იწვევს ნერვული და კუნთოვანი სისტემების მოდუნებას. ცნობილია ე.წ. "კეფირის ნორვანის" ეფექტი, რაც ამ პროდუქტის გადაჭარბებული რაოდენობის მიღებით გამოწყეულ მოდუნებას ნიშნავს, ამიტომ ნუ მიიღებთ კეფირს გამოცდების, მნიშვნელოვანი შეხვედრების ან სხვა დაძაბული სამუშაოს წინ.

3
16176
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
16176
  
2015, 13 დეკემბერი, 13:38
შესანიშნავი სტატიაა ❤️❤️
2015, 12 დეკემბერი, 14:46
დიდი მადლობა. :)
2015, 12 დეკემბერი, 12:24
ძალიან სასარგებლო სტატია არის. გავაზიარე
0 1 3