x
image
natia.a
ახალი კარტოფილი უფრო სასარგებლოა თუ ძველი და როგორ მოვამზადოთ სწორად - ეს ბევრმა არ იცის!
გაზაფხულს, კონკრეტულად კი მის მეორე ნახევარს, განსაკუთრებით ელიან ისინი, ვისაც ახალი კარტოფილი უყვარს. აბა, ვინ ამბობს უარს პატარა, მრგვალ, შებრაწულ ან მოხარშულ კამამოყრილ კარტოფილებზე... მაგრამ არის თუ არა ეს პროდუქტი სასარგებლო? ბევრს მიაჩნია, რომ ზოგადად კარტოფილი უმჯობესია კვების რაციონიდან საერთოდ ამოვიღოთ, რადგან არავითარი სარგებელი არ მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. არის თუ არა ეს ასე? შევეცდებით გავარკვიოთ და შევადაროთ ერთმანეთს ახალგაზრდა და ძველი კარტოფილი.

image

როგორც დიეტოლოგები ამბობენ, ახალგაზრდა კარტოფილი ჯანმრთელი კვების პროდუქტია და ნუ შეეცდებით გამორიცხოთ იგი კვებიდან, რადგან ამით თქვენ უარს იტყვით ბევრ სასარგებლო თვისებაზე, რომელიც ამ პროდუქტს გააჩნია.


ახალგაზრდა კარტოფილში ნაკლები სახამებელია, ვიდრე ძველში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი კალორიულობაც ნაკლებია. ასე რომ, მათ, ვინც დიეტაზე ყოფნას ამჯობინებს, ახალგაზრდა კარტოფილის მირთმევა შეუძლიათ, რაღა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში.
image

ახალგაზრდა კარტოფილის საშუალო გლიკემიური ინდექსი არის დაახლოებით 57, მაშინ, როცა ძველში ეს მაჩვენებელი 86-ს აღწევს.

ძველ კარტოფილში არ არის ვიტამინი С, ახალგაზრდაში კი არის! ახალი კარტოფილის მიღებით თქვენ ეხმარებით საკუთარ იმუნიტეტს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეწვისას აღნიშნული ვიტამინის რაოდენობა პროდუქტში საგრძნობლად მცირდება. მოხარშვისას, იმისათვის, რომ С ვიტამინი შენარჩუნდეს, უმჯობესია თუ კარტოფილს მდუღარე წყალში ჩაყრით.


image

ითვლება, რომ კალიუმის საუკეთესო წყარო ბანანია. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ კარტოფილში ეს მინერალი უფრო მეტი რაოდენობითაა. ამის გამო აღნიშნული პროდუქტი შეუცვლელია გულით ავადმყოფებისთვის.

ახალგაზრდა კარტოფილი სასარგებლოა იმითაც, რომ შეიცავს ბოჭკოვანს, რაც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილი სასარგებლო ნივთიერებების უმეტესი რაოდენობა კანშია თავმოყრილი. ამიტომ უმჯობესია, თუ ახალგაზრდა კარტოფილს მოხარშვის, გრილზე მომზადებისა თუ შეწვისას არ გავფცვნით.


რაც შეეხება ნიტრატებს, სამწუხაროდ ისინი გვხვდება თითქმის ყველა პროდუქტში, მათ შორის ახალ კარტოფილშიც. მაგრამ არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლითაც შესაძლებელია ახალ კარტოფილში ნიტრატების რაოდენობის შემცირება:


1. შეინახეთ ახალგაზრდა კარტოფილი მაცივარში, რადგან დაბალ ტემპერატურაზე ნიტრატები აღარ გადაიქცევა უფრო საშიშ ნივთიერებად - ნიტრიტებად.

2. ახალ კარტოფილში ნიტრატების 20-25%-ით შესამცირებლად საკმარისია მომზადებამდე 30-40 წთ-ით წყალში გააჩეროთ.


3. კარტოფილის სალათები მიირთვით ახლადმომზადებული. მათი დიდი ხნით შენახვა ოთახის ტემპერატურაზე ხელს უწყობს მიკროფლორის გაღვივებას და ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნას. ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა მაცივრიდან მაგიდაზე და პირიქით).

4. კარტოფილის სალათებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მცენარეული ზეთი და არა მაიონეზი ან არაჟანი. ამ უკანასკნელებში უფრ აქტიურად მრავლდება მიკროფლორა.



ასე რომ, სწორად მოამზადეთ და მიირთვით ახალი კარტოფილი და იყავით ჯანმრთელნი!



0
13200
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
13200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0