საზოგადოება აი რატომ ატარებს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ხელჩანთას 2017, 9 მარტი, 20:27 დედოფლის ბიოგრაფის, სალი ბედელ სმიტის გადმოცემით ხელჩანთაში ელისაბედ მეორეს აქვს სარკე, პომადა, ავტოკალამი და სათვალე. კვირაობით კი დამატებით რამოდენიმე ბანკნოტი საეკლესიო შესაწირისთვის. მაგრამ უფრო მეტად ამ აქსესუარს დედოფალი იყენებს როგორც ინდიკატორს: ჩანთით ის გადასცემს მოსამსახურე პერსონალს თავის განზრახვებს დატოვოს ესა თუ ის ღონისძიება. მაგალითად:
. როცა საუბრის დროს ჩანთას ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანს, ეს პერსონალისთვის ნიშნავს, რომ ის მზადაა დაამთავროს საუბარი. მაგრამ ამას ის ისე ტაქტიანად აკეთებს, რომ ვერც კი შენიშნავთ.
. თუ დედოფალი სადილის დროს ხელჩანთას მაგიდაზე შემოდებს, ეს ნიშნავს რომ დედოფალს სურს სადილი მომდევნო ხუთ წუთში დამთავრდეს.
. იატაკზე ხელჩანთის დადებით დედოფალი აჩვენებს რომ არ მოსწონს საუბარი და უნდა, რომ მას მოახლე ქალბატონმა "უშველოს."
იმედი ვიქონიოთ, რომ როცა თქვენ გექნებათ ბედნიერება და მოხვდებით დედოფალთან აუდენციაზე, ის კმაყოფილი დარჩება შეხვედრით და არ იჩქარებს მის დამთავრებას. 353 1-ს მოსწონს
|