x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იაპონელები ოლიმპიურ მედლებს ძველი მობილური ტელეფონებისგან დაამზადებენ
imageიაპონიის მოსახლეობას მიეცა უნიკალური შანსი თავიანთ წვლილი შეიტანონ ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ტოკიოში 2020 წელს გაიმართება.


ამ პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ხარჯებმა 26 მილიარდი დოლარი შეადგინა.თავიდან ორგანიზატორებმა გეგმის მიხედვით ოლიმპიადის ხარჯები 16, 8 მილიარდი დოლარი დაითვალეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს თანხა არასაკმარისი გამოდგა.


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კომიტეტის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ თანხების მოძიება.მათი განცხადებით, ისინი აპირებენ ძველი მობილური ტელეფონებისგან ჯართის შეგროვებას, მთლიანად 8 ტონას და მისგან დაამზადებენ 5 000 ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ ოქროს და ვერცხლის მედალს.


აღსანიშნავია, რომ იგივე პრობლემები შეექმნათ რიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებს, თუმცა მათ პრობლემის გადაჭრის უფრო მარტივ ხერხს მიმართეს.ყველა ოქროს მედალი მოოქროვილი ვერცხლი გამოდგა, ხოლო ბრინჯაოს მედლები საერთოდ სპილენძისგან დაამზადეს.



image

0
94
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0