სიახლეები ჩეხეთი უკრაინელ ლტოლვილებს თვეში 200 ევროს გადაუხდის 2022, 5 მარტი, 9:55 ჩეხეთი ამზადებს კანონს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ყოველთვიური 200 ევროს გადახდის შესახებ. ჩეხეთი უკრაინელ ლტოლვილებს თვეში ერთხელ 5000 კრონის (200 ევროს) გადახდას აპირებს. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობას რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მარიან იურეჩკამ წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩეხეთის რადიომ გაავრცელა. აღნიშნულია, რომ ლტოლვილებს ფინანსური მხარდაჭერის მიღება ჩეხეთში ჩასვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში შეეძლებათ. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობა აპირებს თითო კაცზე 1000 კრონი(40 ევრო)გადაუხადოს იმ სახლის პატრონებს, რომლებიც უკრაინელებს შეიფარებენ ხუთი თვის განმავლობაში. კანონი, მთავრობის რეზოლუციის შემდეგ ჩეხეთის პარლამენტში დასამტკიცებლად პროცედურას დაჩქარებული წესით გაივლის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვეციის დაწყებიდან პოლონეთმა 700 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. „24 თებერვლიდან 706, 3 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ჩავიდა პოლონეთში უკრაინიდან“, - განაცხადეს ქვეყნის სასაზღვრო დეპარტამენტში. 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. დღეს 5 მარტს, ომის დაწყებიდან ცხრა დღე გავიდა, ბოლო ინფორმაცია ის არის, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ . წუხელვე გახდა ცნობილი, ამერიკა სამხედრო ტექნიკით და იარაღით დაეხმარება უკრაინას. გეგმა 6 პუნქტისგან შედგება: 1)ამერიკის დაზვერვის მიერ ინფორმაციის მიწოდება უკრაინელებისთვის. საუბარია რუსეთის ძალების შესაძლებლობებზე, მათ პოზიციებსა და გეგმებზე. 2) შეერთებული შტატების მხრიდან თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა. საუბარია სისტემებზე, რომლებსაც აქვთ მოქმედების საშუალება საშუალო და უფრო მეტ სიმაღლეებზე. 3)საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინისთვის. 4) ამერიკული წარმოების თვითმფრინავის მიწოდებას უკრაინისთვის. 5) მუშაობა ნატოელ მოკავშირეებთან, რათა შეიქნას უსაფრთხო დერეფანი, რომლის საშუალებითაც მოხდება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სამხედრო ტვირთების გატარება. 6) არასაფრენოსნო ზონა, მხოლოდ ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ეს ზონა არ უნდა უახლოვდებოდეს რუსეთის საზღვრებს. 45 2-ს მოსწონს
|