x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა
image

Conexus Bariss-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აპრილის თვიდან მოყოლებული რუსეთიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყდება.



აპრილის დასაწყისიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში, იუწყება გამოცემა Jauns.lv ლატვიის გაზის გადამცემი სისტემის Conexus Baltic Grid (Conexus)მთავარ ოპერატორ ულდის ბარისზე განცხადებაზე დაყრდნობით



ბარისმა თქვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გაზს იღებდნენ ორი არხით - კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალით და ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზის საცავებიდან. მისი თქმით, რუსეთის განცხადება საწვავის მხოლოდ რუბლებში გადახდაზე იყო სიგნალი იმისა, რომ ამ ქვეყნიდან მიწოდება შეწყდებოდა, ამიტომ მათ „იმედზე ყოფნა აღარ შეიძლებოდა“.



"სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა გადაწყდეს მეორე LNG ტერმინალის აშენების საკითხი - რაც უფრო ადრე, მით უკეთესი".-დასძინა მან.


ამავდროულად, Conexus Baltic Grid-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ინჩუკალნსის გაზის საცავში "არატიპიურად ბევრი გაზი არის ამ პერიოდისთვის", ამიტომ იგი ვერ ხედავს შეშფოთების მიზეზს უახლოეს თვეებში.


2 აპრილს ლიეტუვა ევროკავშირშო გახდა პირველმა ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზზე.ლიეტივას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ვილნიუსმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, როცა რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრომ განმარტეს, რომ საწვავზე ქვეყნის მოთხოვნას კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის (NGNG) ტერმინალიც აკმაყოფილებს.


23 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის მიწოდება მხოლოდ რუბლის გადახდის შემთხვევაში იყო შესაძლებელი . მისი თქმით, რუსეთი უარს ამბობს ბუნებრივი აირის კომპრომეტირებულ ვალუტაში მიწოდებაზე, მათ შორის დოლარით და ევროთი გადახდაზე.


"ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე, - მოუწოდა სახელმწიფოს მეთაურმა.


რუსეთმა მსოფლიოს 48 ქვეყანა " არამეგობრულ ქვეყნების" სიაში შეიყვანა, მათ შორის ყოფილი სსრკ-დან არამეგობრულთა სიაში მარტო უკრაინა და ამჟამად ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები მოხვდნენ.

0
436
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0