სიახლეები ახალი წლის შემდეგ სურსათზე, თამბაქოზე და სასმელებზე ფასები გაიზარდა 2019, 4 თებერვალი, 15:18
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1, 3 პროცენტით მოიმატა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2, 2 პროცენტი შეადგინა.
ფასების მატება მოხდა ძირითადად სურსათზე, თამბაქოზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებზე. ახალი წლის შემდეგ თამაბაქოზე და ალკოჰოლიან სასმელებზე ფასები 5, 8%-ით გაიზარდა, ხოლო სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3, 2%-ით. მათ შორის:ბოსტნეული და ბაღჩეული (15, 8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5, 8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4, 7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1, 4 პროცენტი), ასევე თევზეული (1, 4 პროცენტი). უმნიშვნელოდ მოიმატა ფასებმა საცხოვრებელეზე და კომუნალურ გადასახადებზე 0, 7% ფასები კლება შეინიშნება ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე-4.5%, უმნიშვნელოდ ტრანსპორტზე -0, 5% და კავშირგამბულობაზე-0.3%. 51 2-ს მოსწონს
|