სიახლეები მილიარდერთა ქონება წელს 1,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა,რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი? 2023, 30 დეკემბერი, 11:27 ![]() Bloomberg: მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 2023 წელს $1, 5 ტრილიონი გამოიმუშავა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა 2023 წელს 1, 5 ტრილიონი დოლარით გაზარდეს თავიანთი ქონება. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. 500 უმდიდრესი მილიარდერიდან, შემოსავალი უფრო იმათ გაეზარდათ, ვინც ტექნოლოგიურ კომპანიების მფლობენ. რეცესიის შიშის, მუდმივი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გეოპოლიტიკური არეულობის მიუხედავად, ისინი 658 მილიარდი დოლარით უფრო გამდიდრდნენ (პლუს 48 პროცენტით წლიურ ასახვაში). მიზეზი ხელოვნური ინტელექტის (AI) გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გახდა. Bloomberg Billionaires Index-მა ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი დაასახელა ყველაზე მდიდარ ადამიანად, რომელმაც ფრანგ მაგნატსა და LVMH-ის ხელმძღვანელს ბერნარ არნოს აჯობა და რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. წლის განმავლობაში მან Tesla-სა და SpaceX-ის წარმატების წყალობით გამოიმუშავა 92 მილიარდი დოლარი და ამჟამად მისი ქონება 229 მილიარდი დოლარით ფასდება. 2023 წელს Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება გაიზარდა 70 მილიარდი დოლარით და შეადგინა 177 მილიარდი დოლარი.მეოთხე პოზიცია უკავია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელს და ფილანტროპს ბილ გეიტსს-141 მილიარდი დოლარი, მეხუთეზეა ბიზნესმენი, "მაიკროსოფტის" ყოფილი აღმსარულებელი დირექტორი და საკალათბურთო კლუბის "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მფლობელი სტივ ბალმერი.--131 მილიარდი დოლარი, წლევანდელი მატება 45 მილიარდი დოლარია, ხოლო "მეტას" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა წელს 82 მილიარდით დოლარით მეტი გამოიმუშავა.-სულ 128 მილიარდი დოლარი. ![]() რომელ ადგილზე ბიძინა ივანიშვილი?Bloomberg Billionaires Index-ის მაჩვენებლით ყველაზე მდიდარ ქართველს რეიტინგში მე-400 ადგილი უკავია 6, 6 მილიარდი დოლარით, გამოცემის მტკიცებით ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. 195 2-ს მოსწონს
|