x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირლანდიელმა ბიზნესმენმა ნათლად დაგვანახა, როგორ "მუშაობს" სანქციები რუსეთში(ვიდეო)
image

უკანასკნელი მონაცემებით, უკრაიანში დაწყებული ომის გამო რუსეთი გახდა მსოფლიო ლიდერი მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობით და უკან ჩამოიტოვა ირანი, რომელიც ომამდე კარგა ხანს ლიდერობდა.


მთლიანობაში, რუსეთში ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიმართ 18 772 სანქცია დაწესდა. სანქციების სფეროში ყველაზე პროდუქტიულად მუშაობდნენ შვეიცარია, ევროკავშირი და საფრანგეთი. ამ სამეულმა სულ რაღაც ორ კვირაში მოახერხა მთელი წყება სანქციების დაწესება შვეიცარია - 568, ევროკავშირი - 518 და საფრანგეთი 512.


თავიდან რუსეთის მოქალაქეები საკმაოდ შეშფოთდნენ.იფიქრეს, რომ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ჩავარდებოდნენ, თუმცა გავიდა ხანი და მიხვდენენ, რომ ფაქტობრივად ზღვა სანქციების მიუხედავად, არც არაფერი შეცვლილა მათთვის და ცხოვრებაც ჩვეულებრივ გრძელდება.



მაგრამ უცხოელ მოქალაქეები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, როგორ ცხოვრობენ რუსები ასეთი საშინელი აკრძალვებისა და შეზღუდვების ფონზე?.


ჩადიან რუსეთში და უშვებენ მთავარ შეცდომას, შედიან მაღაზიებში და ჰოი, საოცრებავ .რჩებიან პირდაღებულენი, როგორც ეს ირლანდიელი ბიზნესმენს მოუვიდა.


ირლანდიელი ბიზსნემენი ათვალიერებს მოსკოვის ერთ-ერთ სუპერმარკეტს და გაოცებული ასეთ კომენტარს ურთავს:


"გამარჯობათ ხალხო, მინდა განახოთ ეს მაგარი მაღაზია მოსკოვში, თქვენ თვითონ შეაფასეთ..ეს არის სანქცირებული მოსკოვი..შეხედეთ რა რაოდენობის სასმელია, ბრენდები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ;შეაფასეთ...მე ზუსტად ვიცი, რომ ვერ შევიძენ მსგავსს ირლანდიაში ან ევროპაში...მე მგონია, რომ არასდროს მინახავს სასმელების ასეთი არჩევანი..დიახ შეიძლება ყველა ეს სასმელი სასარგებლო არ იყოს, მაგრამ ეს ხომ სიგიჟეა!ყველაზე სანქცირებული ქვეყანა მსოფლიოში!შეაფასეთ..არ იფიქროთ რომ მარტო ლუდებია.... ელებიც(შენიშვნა:ელი-ტრადიციული ინგლისური ლუდი)..ნახეთ რამდენი კოკა-კოლაა, ეს რა თქმა უნდა კოშმარია დიეტოლოგისთვის...ეს არის უბრალოდ სიგიჟე, აბსოლუტური სიგიჟე"-ამბობს ვიდეოში ირლანდიელი მამაკაცი.



1
670
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
670
  
25 იანვარი, 22:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1