x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთი მასზე დაწესებული 5 540 შეზღუდვით, სანქციების რეიტინგს სათავეში მოექცა
imageადრე ირანი ლიდერობდა


რამდენიმე დღეში რუსეთი მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა. ადრე ასეთი სახელმწიფოების რეიტინგში ირანი ლიდერობდა - მის მიმართ 3616 შეზღუდვა არის დაწესებული. რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულია 5540 შეზღუდვა. ამის შესახებ მონაცემები Castellum.AI პლატფორმიდან. გამოცემა Bloomberg-მა გამოაქვეყნა.


სანქციების ნახევარზე მეტი რუსეთის წინააღმდეგ თებერვლის ბოლოდან დაწესდა (2778 შეზღუდვა). რუსული გამოცემა РБК-ის აზრით, ეს შეიძლება შევადაროთ „ფინანსურ ბირთვულ ომს“.


შემდეგი ქვეყანა არის სირია, რომელსაც 2608 შეზღუდვა აქვს დაწესებული. სიაში ასევე შედის ჩრდილოეთ კორეა და 2700 შეზღუდვა. შემდეგი მოდის ვენესუელა -651 სანქცია, მას მოჰყვება მიანმარი და კუბა, შესაბამისად 510 და 208 სანქციით.


image

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე მსხვილი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდენენ. მათ შორის არის VTB, სბერბანკი, სოვკომბანკი და ა.შ.


ასევე გადაწყდა რუსული ბანკების გათიშვა SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემიდან. ცენტრალური ბანკის აქტივები საზღვარგარეთ გაიყინა. სანქციები ასევე დაწესდა ვლადიმერ პუტინის, მისი ახლო გარემოცვისა და მრავალი რუსი მოღვაწის წინააღმდეგ.


პარალელურად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსხვილი საწარმოები აგრძელებენ რუსეთის ბაზრის დატოვებას. მანამდე IKEA-მ მუშაობა სამი თვით შეაჩერა, ხოლო თანამშრომლები ფასიან შვებულებაში გაუშვა.


0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0