x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოსკოვში "მაკდონალდსის" დახურვის გასაპროტესტებლად ფანატმა რესტორნის კარზე ხელბორკილებით თავი მიიბა
image

რუსებმა დღესაც შეძლეს "მაკდონალდსში" შესვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა ქსელმა თავისი ბიზნესი შეაჩერა უკრაინაში შეჭრის გამო. წერს გამოცემა Daily mail-ი.

image

სწრაფი კვების მოყვარულები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვოლგოგრადსა და უფაში დღეს ჰამბურგერების რიგში იდგნენ - თითქმის ერთი კვირის შემდეგ, როდესაც "მაკდონალდსმა" განაცხადა, რომ ქვეყანას ტოვებს. იმავდროულად, მოსკოვში სუპერფანი დააკავეს და დააჯარიმეს მას შემდეგ, როდესაც რესტორნის დახურვის გამო, პროტესტის ნიშნად თავი შესასვლელ კარზე ხელბორკილებით დაიბა.


image

ლუკა საფრონოვ-ზატრავკინმა, პიანისტმა და ცნობილი რუსი მხატვრის, ნიკას საფრონოვის ვაჟმა, განაცხადა, რომ "მაკდონალდსის" დახურვა „არაადამიანური“ „ეს იყო ჩემი ცხოვრების წესი, ეს იყო ჩემი თავისუფლება, მათ ჩემი შეზღუდვა გადაწყვიტეს“.

imageფოტოზე :ლუკა საფრონოვ-ზატრავკინი, რომელმაც თავი ხელბორკილით მიიბა"მაკდონალდის" შესასვლელ კარებზე.



გასულ კვირას " მაკდონალდსმა" გამოაცხადა 850-ვე რესტორნის "დროებითი დახურვის " შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დახურვის თარიღი არ დაასახელა, იყო გავრცელებული ვარაუდი, რომ ეს ნაბიჯი განხორციელდებოდა ამ კვირის ბოლოს.


"მაკდონალდსი" აცხადებს, რომ გააგრძელებს 62, 000 თანამშრომლზე ხელფასის გადახდას და საქველმოქმედო საქმიანობას, სავარაუდოდ კომპანიას ეს თვეში დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაუჯდება.

image

თუმცა მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ვოლგოგრადისა და ნოვოსიბირსკის რესტორნებმა საკვების მიწოდება დღესაც.14 მარტსაც განაახლეს.


სანავთობო ქალაქ უფაში დღეს "მაკდონალდის"ქსელმა განმარტა, რომ ისინი მუშაობას დღის ბოლომდე შეაჩერებენ. სხვაგან ვიზიტორებს უთხრეს, რომ სავაჭრო წერტილები დაიხურება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პოპულარული პროდუქტების მარაგი ამოიწურება.


1
1010
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1010
  
2022, 20 მარტი, 22:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1