x
image
natia.a
როგორ ავიცილოთ თავიდან მილებზე წყლის წვეთების წარმოქმნა - ეს უნდა იცოდეთ!

image

ტუალეტსა თუ სააბაზანოში არსებულ მილებზე ძალიან ხშირად ჩნდება კონდენსატი - წყლის წვეთები. დიასახლისებისთვის ეს ნამდვილი თავის ტკივილია, რადგან, ჯერ ერთი, იატაკზე წვეთავს და ხშირად ხდება მოსაწმედნი; მეორეც, კონდენსატის გამო მილებიც მწყობრიდან მალე გამოდის; კონდენსატი ხელს უწყობს ობის წარმოქმნას, რომელსაც ალერგიული დაავადებების გამოწვევა შეუძლია; ბოლოს კი, მილებზე არსებული წყლის წვეთები, უბრალოდ არაესთეტიკურია. კონდენსატის გაჩენის მიზეზი რამდენიმეა, ამიტომ სანამ მილებზე კონდენსატის დაგროვების თავიდან აცლებას გადაწყვეტთ, აუცილებელია მისი წარმოქმნის მიზეზი დადგინდეს.

კონდენსატის გაჩენის ზოგადი მიზეზი ის არის, რომ სახლის მილგაყვანილობას უფრო დაბალი ტემპერატურა აქვს, ვიდრე ბინაში არსებული ტემპერატურაა. ტემპერატურული სხვაობის გამო კი, მილების ზედაპირზე წარმოიქმნება წყლის პატარა წვეთები.

როგორ ავიცილოთ თავიდან კონდენსატის წარმოქმნა

თუ სააბაზანოსა თუ ტუალეტში მეტალის მილები გაქვთ, წელიწადში ერთხელ გადაღებეთ ისინი. საღებავი უნდა დაიტანოთ მხოლოდ მაშინ, როცა ცივი წყალი მოკეტილია, მილები კი სრულიად მშრალი უნდა იყოს. ცივი წყლის მილებზე კონდენსატის წარმოქმნას ხელს უწყობს უნიტაზის ჩამშვები ავზიდან ან სააბაზანოს ონკანიდან წყლის გამუდმებული ჟონვაც. ცივი წყლის ჟონვა ხელს უწყობს მილების ზედაპირზე დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას. ამის თავიდან ასაცილებლად, ხშირად საკმარისია გაჟონვის შეჩერება უნიტაზის ავზიდან ან ონკანის შეკეთება.

თუ კონდენსატი წარმოიქმნება ცივი წყლის დგარზე (სტაიაკზე), მიზეზი შეიძლება იყოს იგივე, ოღონდ მეზობლებთან. ამისათვის საკმარისია ღამით, როცა წყლის მოხმარება ნაკლებია, "მოუსმინოთ" მილს. თუ მასში გამუდმებით ისმის წყლის ხმა, ესე იგი, თქვენი მეზობლების სანტექნიკა წესრიგში არ არის. სანამ ისინი არ შეაკეთებენ თავიანთ წყალგამანაწილებელ სისტემას, თქვენთან კონდენსატის წარმოქმნა არ შეჩერდება.

image
კონდენსატის წარმოქმნის კიდევ ერთი მიზეზია შენობაში მაღალი ტენიანობა. ნორმალურად ითვლება 40-50% ტენიანობა. ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტი: იმ ოთახში, რომელშიც კონდენსატი გროვდება, ღამით კარი ღია დატოვეთ. თუ დილისთვის მილები მშრალი იქნება, საქმე ცუდ ვენტილაციაში ყოფილა.

ვენტილაციის შესამოწმებლად მიიტანეთ სავენტილაციო მესერთან წვრილ ზოლებად დაჭრილი სიგარეტის ქაღალდი. თუ ქაღალდი უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ინძრევა, ესე იგი ვენტილაცია ცუდად მუშაობს და აუცილებელია მისი გამართვა.


image
თუ პასიური ვენტილაცია ცუდად მუშაობს ან საკმარისი არ არის, სავენტილაციო მესრის ადგილზე შეიძლება დამონაჟდეს გამწოვი ვენტილაცია, რომლის ჩართვაც შეიძლება როგორც ხელით, ასევე ავტომატურ რეჟიმში, ტაიმერზე ან ჰიგრომეტრზე (ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო) დაყენებით.

მილებზე კონდენსატის თავიდან ასაცილებლად შეიძლება, ასევე, მილების შეფუთვა სპეციალუური საიზოლაციო მასალით.


image
თუმცა, თუ ასეთი მასალა ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ: შეიძინოთ სამონაჟე ქაფი და გოფრი. ამ უკანასკნელით შეფუთავთ პრობლემურ მონაკვეთს, შემდეგ მილთაშორის ადგილს ამოავსებთ სამონაჟე ქაფით.

უმეტეს შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილი ხერხები საკმარისია მილებზე კონდენსატის წარმოქმნის შესაჩერებლად.

ასევე საინტერესოა:

1. როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთარში ფანჯრების დაორთქვლა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image
2. გაბზარულ მინას წაუსვით ნიორი და... - ხერხი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!
image
3. როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს არ გვეუბნებიან!
image
4. როგორ მოვიქცეთ თუ ბანკომატმა ფული "ჩაგვიყლაპა" - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image
5. ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ!
image






1
3699
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3699
  
2017, 15 თებერვალი, 9:15
შეფასების კუთხეში რომ წერია, 5-ს მოსწონს, 2-ს არაო, იმ ორს რა არ მოსწონს, ერთობ მაინტერესებს))
0 1 1