ფსიქოლოგია 20 საინტერესო ფაქტები ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ 2022, 17 ნოემბერი, 14:53 1. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით ნაკლებად არის დარწმუნებული საკუთარ შეხედულებებში. 2. თუ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, უარყოფით ემოციებს განიცდით და ცუდი შეგრძნებები გრჩებათ – თქვენ საქმე ტოქსიკურ ადამიანთან გაქვთ. 3. ხელმოწერას შეუძლია ბევრი რამ თქვას ადამიანზე. მაგალითად, რაც უფრო დიდია ის, მით უფრო მაღალია ხელმომწერის თვითშეფასება. 4. როცა ჯგუფში იცინიან, ყველა იმას უყურებს, ვინც მას ყველაზე მეტად მოსწონს. 5. თუ ადამიანებს სახელით მიმართავთ, მას თქვენდამი უფრო კარგად განაწყობთ და გაზრდით საკუთარი პიროვნებისადმი ნდობის ხარისხს. 6. ადამიანების უმრავლესობა, მომავალ მეუღლეს 16 წლის ასაკში ხვდება. 7. ადამიანს მხოლოდ 4 წუთი სჭირდება, რომ ვინმე შეიყვაროს. 8. პოლარობის კანონის მიხედვით, საპირისპიროები იზიდავენ – და ჩვენც, ყოველთვის საპირისპირო ხასიათის მქონე ადამიანებს ვიზიდავთ. 9. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო იშვიათად იძლევა რჩევებს. 10. ჩვენს გულებს არაფერი აქვს საერთო «სიყვარულის» გრძნობასთან – ეს მხოლოდ ქიმიური რეაქციაა, რომელიც ტვინში ხდება. 11. თუ პრობლემებზე ხართ ჩაციკლული – უფრო მეტი პრობლემა გექნებათ. როდესაც შესაძლებლობებზე ხართ კონცენტრირებულნი – მეტი შესაძლებლობა ჩნდება. 12. ადამიანები, რომლებიც სხვებს სისტემატურად ეხმარებიან, გაცილებით ბედნიერები არიან და ასაკის მატებასთან ერთად, ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში. 13. ადამიანები, რომლებიც სწრაფად დადიან, უფრო თავდაჯერებულები და ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ნელა დადიან. 14. ქალი მხოლოდ იმას ეკამათება, ვისზეც ნამდვილად ზრუნავს. თუ ნაკლებად ეკამათება – ე. ი. არ აინტერესებს. 15. ენერგიული მუსიკა ასტიმულირებს ტვინის ტალღებს, რომლებიც აუმჯობესებენ კონცენტრაციას მას შემდეგაც, რაც მუსიკა შეწყდება. 16. თუ კარგ საქციელს ანგარების გამო სჩადიხართ, ე. ი. არც ისე კარგი ადამიანი ხართ. 17. ადამიანები, რომლებიც «ღრუბლებში დაფრინავენ», ჩვეულებრივ, რთულ პრობლემებს, უკეთესად უმკლავდებიან. 18. ჩვენ ქვეცნობიერად, უფრო მეტად იმ ადამიანებს ვიზიდავთ, რომლებსაც ჩვენნაირი მუსიკალური გემოვნება აქვთ. 19. სავარაუდოდ, მიზანს უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ მის შესახებ, არავის ეტყვით. 20. ტყუილი უფრო მეტ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სიმართლე. ამასთან, ის უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.* * ედგარ კეისის ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა და ამის შემდეგ, ბევრმა დაიჯერა, რომ მატყუარობა, შეიძლება, სხვადასხვა დაავადების მიზეზი მართლაც გახდეს. კეისი ამერიკელი მისტიკოსი, ნათელმხილველი და მედიუმი იყო. გარდა ამისა, მას ზოგიერთი, მკურნალადაც თვლიდა. და ერთხელ, ამ ყველასთვის ცნობილი ადამიანის წინააღმდეგ, არაკეთილსინდისიერმა ბიზნესპარტნიორმა, კონტრაქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ, სასამართლოში საქმე აღძრა. თავდაპირველად, მოსამართლემ ნათელმხილველს წერილობითი დასკვნა წარუდგინა იმის თაობაზე, რომ კონტრაქტი კანონიერი იყო და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პარტნიორისგან, მისი გამოსყიდვა შესთავაზა. მაგრამ, მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, აღნიშნული კონტრაქტი არაკანონიერებასთან დაკავშირებით. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* მან მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნა* ძილის რეჟიმი ბავშვების და მოზრდილებისთვის და პრობლემები, რომელსაც მისი დარღვევა იწვევს* ექვსთითიანი გიგანტების რასა* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი* შუმერების კოსმოსური მოგზაურობა – ახალი მტკიცებულებები* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს505 4-ს მოსწონს
|