ფსიქოლოგია ტესტი: უპასუხეთ უმარტივეს კითხვებს და გაიგეთ საკუთარ შინაგან სამყაროზე უფრო მეტი 31 იანვარი, 9:54 ეს ტესტი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენი შინაგანი სამყაროს სურათის უკეთესად დანახვაში. მასში აქცენტი ფერზეა გაკეთებული. მაგრამ, თითოეული ფერი, ჩვენი ხასიათის და ემოციების სხვადასხვა ასპექტს ასახავს. ხოლო, ამ ტესტის გავლის შემდეგ, უკეთესად გაუგებთ საკუთარ თავს... ტესტის გავლისას, გაითვალისწინეთ, რომ აქ არ არის სწორი და არასწორი პასუხი. ყოველი პასუხი, უბრალოდ, თქვენს ინდივიდუალობას, პიროვნულ ხასიათს ასახავს. უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ თითოეულ კითხვას და შემდეგ დაითვალეთ პასუხების რაოდენობა a, b, c და d, რომ გაიგოთ, თუ რა ფერისაა თქვენი შინაგანი სამყარო? 1. რომელი ელემენტი გიზიდავს ყველაზე მეტად? 2. წელიწადის რომელ სეზონს ანიჭებთ უპირატესობას? 3. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის არჩევა რომ შეგეძლოთ, რომელს აირჩევდით? 4. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სურნელი: 5. რომელია თქვენთვის უფრო ახლოს? 6. რომელია თქვენთვის სასურველი პერიოდი? 7. სხვა ეპოქაში რომ შეგეძლოთ ცხოვრება, რომელს აირჩევდით? 8. დღეს ყველაზე მეტად რა გაწუხებთ? 9. რა ტიპის მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას? 10. ცხოველი რომ ყოფილიყავი, რომელი იქნებოდით? თუ პასუხების გაცემისას, უმეტესად – a დააგროვეთ, თქვენ "მწვანე" შინაგანი სამყარო გაქვთ. მწვანე – ბუნების, აღდგენის და ჯანმრთელობის სიმბოლოა. თქვენ ხშირად ხართ ჰარმონიაში გარე სამყაროსთან და აფასებთ წონასწორობას ცხოვრებაში. გაქვთ ახალ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარი. ხართ მეგობრული და გულისხმიერი სხვების მიმართ. სტაბილურობა და სიმშვიდე არის თქვენი სულიერების სიმშვიდის გასაღები. თუ პასუხების გაცემისას, უმეტესად – b დააგროვეთ, თქვენ "ლურჯი" შინაგანი სამყარო გაქვთ. ლურჯი – ზღვასთან, ცასთან და უსასრულო ჰორიზონტებთან ასოცირდება. ლურჯი ფერი მშვიდობის, სიმშვიდის და სტაბილურობის სიმბოლოა. თქვენ ალბათ ხართ ადამიანი, რომელიც აფასებს ღრმა, აზრიან ურთიერთობებს და ერთგულება, გულწრფელობა და საიმედოობა გახასიათებთ. სულიერი და ემოციური ჰარმონიისკენ მიისწრაფვით. თუ პასუხების გაცემისას, უმეტესად – c დააგროვეთ, თქვენ "ყვითელი" შინაგანი სამყარო გაქვთ. ყვითელი – სინათლის, სითბოს და ბედნიერების სიმბოლოა. ყვითელი ოპტიმიზმის და პოზიტიური ენერგიის ფერია. თქვენ, სავარაუდოდ, კომუნიკაბელური ადამიანი ბრძანდებით, ცხოვრებისადმი ხალისიანი დამოკიდებულებით. თქვენი ცნობისმოყვარეობა, კრეატიულობა და ახალი იდეებისადმი გახსნილობა, სამყარო ნათელ ფერებში დანახვის საშუალებას გაძლევთ. თუ პასუხების გაცემისას, უმეტესად – d დააგროვეთ, თქვენ "წითელი" შინაგანი სამყარო გაქვთ. წითელი – ვნების, ენერგიის და მოქმედების სიმბოლოა. როგორც წესი, მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გამბედაობას იჩენთ ახალ წამოწყებებში. გაქვთ ნებისყოფა და თავდაჯერებულობა, რაც დაბრკოლებების მიუხედავად, მიზნისკენ სვლაში გეხმარებათ. გიყვართ თავგადასავლები და მძაფრი ემოციების შეგრძნება. სხვა სიახლეები:* ამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია... (15 ფოტო)* ამ სურათზე პირველი რა დაინახეთ? (4 ფოტო) – ტესტი, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის აღმოსაჩენად* უმარტივესი ნამცხვარი, შოკოლადის გულსართით* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები267 1-ს მოსწონს
|