x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
უმარტივესი ნამცხვარი, შოკოლადის გულსართით
image


მასალა ცომისთვის:


მარგარინი - 200 გრ.

შაქარი - 250 გრ.

კვერცხი - 4 ც.

რძე ან წყალი - 5 ს. კ.

სოდა - 1 ჩ. კ.

შაქრიანი ვანილი - 1 შეკვრა (1, 5 გრ.)

ფქვილი - 4-5 ჭ.


მასალა გულსართისთვის:


ნიგოზი - 1 ჭ.

შაქარი - 1 ჭ.

კაკაო - 3 ს. კ.

ყავა - 1 ჩ. კ.

წყალი - 5 ს. კ.

კარაქი - 1 ს. კ.

ვაშლი (საშუალო ზომის) - 2 ც.


გულსართის მომზადება:


1. გაფცქვენით და გახეხეთ ვაშლი, მანქანაში გაატარეთ ნიგოზი;

2. შაქარი, კაკაო, ყავა, კარაქი და წყალი, მოათავსეთ პატარა ჯამში და დადგით ნელ ცეცხლზე, თან სულ ურიეთ. როგორც კი წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან;

3. როდესაც შეგრილდება, დაამატეთ გახეხილი ვაშლი და გატარებული ნიგოზი;



მომზადება:


1. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე;

2. როდესაც მარგარინი კარგად შეგრილდება, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი (ვიდრე თქვეფას დაიწყებთ, ერთი კვერცხის გული ცალკე გადადეთ);

3. დაამატეთ მარგარინი და ათქვიფეთ;

4. ამის შემდეგ, ყოველი ინგრედიენტის დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ >

დაამატეთ: 1 ჭ. ფქვილი > 2 ს. კ რძე > 1 ჭ. სოდაშერეული ფქვილი > 3 ს. კ. რძე > 1/2 შეკვრა ვანილი და ფქვილი, რასაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი;

5. ცომი გაყავით 2 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.

6. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 5 მმ-ს სისქეზე და ზემოდან გაანაწილეთ გულსართის 1/2 ნაწილი, ის რომ კიდეებთან, მის ირგვლივ, 2-3 სმ ცომი დარჩეს > გადაახვიეთ ცომი და ხვეული მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე;

7. ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული და ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ 5 სმ-ს დაშორებით. ზემოდან მოაფიფქეთ შაქრის ფხვნილი (შეგიძლიათ მურაბით გააფორმოთ);

8. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში;


image

სხვა სიახლეები:


* რაში სჭირდება ილონ მასკს მარსი? – წითელი პლანეტის იდუმალებით მოცული ისტორია

* 15 ფოტო–მტკიცებულება, რომ ხან საკუთარ თვალებსაც არ უნდა დაუჯეროთ

* ითვლება, რომ ამ ტესტის გავლა მხოლოდ 5%-ს შეუძლია

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0