ისტორია მე-4 სართულის აივანზე მდგომი "ჟიგულის" თბილისური ისტორია 27 იანვარი, 12:43 ![]() 1991 წელს თბილისის მკვიდრმა რეზო ენუქიძემ ახალთ-ახალი ავტომობილი “ვაზ-2106”, შეიძინა, რომელზეც ოცნებობდა მთელი თავისი სიცოცხლე, მაგრამ მანქანით თბილისის ქუჩებში გასეირნება ვერ შეძლო… მოგეხსნებათ მაშინდელი პერიოდი, პირველივე ღამეს დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა მანქანა გაძარცვეს: მოხსნეს საბურავები, სარკეები… მოკლედ რაზეც ხელი მიუწვდათ ყველაფერი გამოშიგნეს… ავტომობილის მფლობელი იმდენად გაბრაზდა, რომ მოიყვანა ამწე და მანქანა თავისივე ბინის აივანზე განათავსა. მეზობლებს კი განუცხადა: “მანქანა დარჩება აივანზე, სანამ უკეთესი პერიოდი არ დადგება!” ![]() იგი სათუთად ინახავდა და უვლიდა ავტომობილს თავის აივანზე, რეგულარულად რეცხავდა და ასუფთავებდა. თუმცა, მანქანის აივანზე ყოფნის ხანგრძლივ პერიოდში მას ახალი ბორბლები აღარ შეუძენია. ![]() ასე დარჩა აუხდენელი ოცნება რეზო ენუქიძეს – გაექროლა თბილისის ქუჩებში საკუთარი “ ჟიგული-ნოლ-შესტით”, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ინახავდა და უვლიდა. რა ბედი ეწია ამის შემდეგ "ჟიგულს" უცნობია, ამბობენ საბჭოთა კლასიკური მანქანის მოყვარულმა იყიდა საკმაოდ სოლიდურ ფასადო.ასეა თუ ისე, ასე დასრულდა შავბნელი 90-იანი წლების გადმოძახილის ეპოპეა. ცნობისათვის, "ჟიგული" ვაზ-2106 "საბჭოთა და რუსული მცირე კლასის III ჯგუფის სედანი უკანა წამყვანი ბორბლებით წარმოადგენდა ვაზ 2103-ის მოდერნიზაციას და იწარმოებოდა ვოლჟსკის საავტომობილო ქარხანაში 1976 წლიდან 2001 წლამდე.სულ გამოვიდა 4, 3 მილიონი ცალი. 203 3-ს მოსწონს
|