x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
20 საინტერესო ფაქტები ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ

image


1. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით ნაკლებად არის დარწმუნებული საკუთარ შეხედულებებში.

2. თუ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, უარყოფით ემოციებს განიცდით და ცუდი შეგრძნებები გრჩებათ – თქვენ საქმე ტოქსიკურ ადამიანთან გაქვთ.

3. ხელმოწერას შეუძლია ბევრი რამ თქვას ადამიანზე. მაგალითად, რაც უფრო დიდია ის, მით უფრო მაღალია ხელმომწერის თვითშეფასება.

4. როცა ჯგუფში იცინიან, ყველა იმას უყურებს, ვინც მას ყველაზე მეტად მოსწონს.

5. თუ ადამიანებს სახელით მიმართავთ, მას თქვენდამი უფრო კარგად განაწყობთ და გაზრდით საკუთარი პიროვნებისადმი ნდობის ხარისხს.

6. ადამიანების უმრავლესობა, მომავალ მეუღლეს 16 წლის ასაკში ხვდება.

7. ადამიანს მხოლოდ 4 წუთი სჭირდება, რომ ვინმე შეიყვაროს.

8. პოლარობის კანონის მიხედვით, საპირისპიროები იზიდავენ – და ჩვენც, ყოველთვის საპირისპირო ხასიათის მქონე ადამიანებს ვიზიდავთ.

9. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო იშვიათად იძლევა რჩევებს.

10. ჩვენს გულებს არაფერი აქვს საერთო «სიყვარულის» გრძნობასთან – ეს მხოლოდ ქიმიური რეაქციაა, რომელიც ტვინში ხდება.


image


11. თუ პრობლემებზე ხართ ჩაციკლული – უფრო მეტი პრობლემა გექნებათ. როდესაც შესაძლებლობებზე ხართ კონცენტრირებულნი – მეტი შესაძლებლობა ჩნდება.

12. ადამიანები, რომლებიც სხვებს სისტემატურად ეხმარებიან, გაცილებით ბედნიერები არიან და ასაკის მატებასთან ერთად, ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში.

13. ადამიანები, რომლებიც სწრაფად დადიან, უფრო თავდაჯერებულები და ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ნელა დადიან.

14. ქალი მხოლოდ იმას ეკამათება, ვისზეც ნამდვილად ზრუნავს. თუ ნაკლებად ეკამათება – ე. ი. არ აინტერესებს.

15. ენერგიული მუსიკა ასტიმულირებს ტვინის ტალღებს, რომლებიც აუმჯობესებენ კონცენტრაციას მას შემდეგაც, რაც მუსიკა შეწყდება.

16. თუ კარგ საქციელს ანგარების გამო სჩადიხართ, ე. ი. არც ისე კარგი ადამიანი ხართ.

17. ადამიანები, რომლებიც «ღრუბლებში დაფრინავენ», ჩვეულებრივ, რთულ პრობლემებს, უკეთესად უმკლავდებიან.

18. ჩვენ ქვეცნობიერად, უფრო მეტად იმ ადამიანებს ვიზიდავთ, რომლებსაც ჩვენნაირი მუსიკალური გემოვნება აქვთ.

19. სავარაუდოდ, მიზანს უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ მის შესახებ, არავის ეტყვით.

20. ტყუილი უფრო მეტ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სიმართლე. ამასთან, ის უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.*


* ედგარ კეისის ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა და ამის შემდეგ, ბევრმა დაიჯერა, რომ მატყუარობა, შეიძლება, სხვადასხვა დაავადების მიზეზი მართლაც გახდეს. კეისი ამერიკელი მისტიკოსი, ნათელმხილველი და მედიუმი იყო. გარდა ამისა, მას ზოგიერთი, მკურნალადაც თვლიდა.

და ერთხელ, ამ ყველასთვის ცნობილი ადამიანის წინააღმდეგ, არაკეთილსინდისიერმა ბიზნესპარტნიორმა, კონტრაქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ, სასამართლოში საქმე აღძრა. თავდაპირველად, მოსამართლემ ნათელმხილველს წერილობითი დასკვნა წარუდგინა იმის თაობაზე, რომ კონტრაქტი კანონიერი იყო და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პარტნიორისგან, მისი გამოსყიდვა შესთავაზა. მაგრამ, მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, აღნიშნული კონტრაქტი არაკანონიერებასთან დაკავშირებით. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მან მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნა

* შეურიეთ 2 ინგრედიენტი და დაივიწყეთ პრობლემა! – საუკეთესო საშუალება ქუსლებიდან ნადების და ნახეთქების მოსაცილებლად

* ძილის რეჟიმი ბავშვების და მოზრდილებისთვის და პრობლემები, რომელსაც მისი დარღვევა იწვევს

* ექვსთითიანი გიგანტების რასა

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* შუმერების კოსმოსური მოგზაურობა – ახალი მტკიცებულებები

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს



9
497
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
497
  
2022, 19 ნოემბერი, 9:43
ამიტომ ეს სტატია არის ტყუილზე დამყარებული და ადამიანების ტვინის გამორეცხვას ემსახურება. ახლავე გეტყვით რატომ,მსგავსი სტატიებით ქმნიან საზოგადოების აზრის ფორმირებას,კონკრეტულ კალაპოტში ჩაყენებას,რათა ადამიანები უფრო ადვილი სამართავი გახადონ. თუ ადამიანი სხვა ადამიანს რჩევას აძლევს ე.ი. ის ჭკვიანი არ არის,რადგან ამ სტატიაში ეგრე წერია და არ უნდა დაუჯერონ. ასევე,ჯიუტი თუ ხარ ე.ი. შენ ჭკვიანი არ ხარ და არსებობს "ვიღაც" პიროვნება,მას უნდა დაუჯერო. როგორც ვიცი,თქვენ სკოლაში მუშაობთ და სკოლა ერთერთი ისტრუმენტია ტვინის გამორეცხვის,აზრების ფორმირების და შემდეგ ახალი თაობის მონების გამოშვების. თუ გარღვევა მოივიდათ და ვიღაც არ დაემორჩილა,მაშინ დანარჩენებს აიძულებენ კეთროვანივით მოექცნენ,რადგან ის არ ეთახმება დადგენილ წესებს. ამიტომ ვერ ვითარდება ქვეყანა და ამიტომ არის ერი მშიერი,მონა თუ გამოკვებე და კარგად მოექეცი,ის ერთ დღეს ჩამოგაგდებს ტახტიდან. ტყუილად არ ვახსენე ის 3% ადამიანების,ეს არის გარღვევა სისტემაში და თუ ოდესმე ამ ქვეყანას რაიმეს შეცვლა ან განვითარება უწერია ამ 3% იქნება ეს ყველაფერი. ერთი ასეთი 3% გარღვევამ უკვე დადასტურა თავისი სწორი მიდგომები და საქართველოში 12.5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა და ყველაზე სწორი მიმართულება აირჩია,ბავშვთა განათლება და მათი ჩარჩოებიდან გამოყვანა. რაც დრო გადის,უფრო მეტი და მეტი ადამიანი მიდის იქ სასწავლებლად,რაც იდეაში მოიტანს იმ შედეგს,რაც დაგეგმილი იყო ან უფრო უკეთესს,რადგან შეუძლებელია დაგეგმო ეს პროცესი ყველანაირად,არ არის ჩარჩო და არ არის შეზღუდვა
2022, 19 ნოემბერი, 9:28
სულ დამავიწყდა,მსოფლიო ისტორიაში იყო ერთი კაცი,ვინც ამბობდა რო დედამიწა მრგვალია და ბრუნვადი,მაგრამ მას ერეტიკოსობა შეტენეს და ცეცხლზე დაწვეს. გავიდა წლები და ის კაცი მართალი აღმოჩნდა,მაგრამ იმ პერიოდში ის უტვინო ნაბი*ვარი ეგონათ და ამიტომაც შეწვეს. წლების მერე იტყვით,რომ ის მართალი იყო,მაგრამ იმ პერიოდში საზოგადოების ნაწილივით,დიდი ნაწილივით იფიქრებდით. სიჯიუტე ცუდი არ არის,ჯიუტმა ადამიანებმა შექმნეს პროგრესი და სწორედაც,ისინი არიან ყველაზე ჭკვიანები დედამიწაზე. გამახსენეთ რაიმე ან ვინმე,ვინც დადგენილ წესებს და გამეფებულ მოსაზრებებს იზიარებდა,მერე რაიმე გრანდიოზული შექმნა. მე არავინ მახსენდება და თუ მეტყვით კარგი იქნება. ყველა ჭკვიანი არის ჯიუტი,მაგრამ ყველა ჯიუტი შეუძლებელია იყოს ჭკვიანი. ვირიც ჯიუტია,მაგრამ არ არის ყველაზე ჭკვიანი ცხოველი,მაგრამ ეს არ გამორიცხავს,რომ ჩემი მოსაზრება სტატიაზე და კონკრეტულ საკითხებზე არის მცდარი. როცა გინდა დადგინო ადამიანი ჭკვიანი არის თუ არა,მაშინ შემფასებელი გჭირდება,ობიექტური შემფასებელი. ეგეთი შემფასებელი დედამიწის ზურგზე არავინ არის და შეუძლებელია ადამიანის შეფასება. მაგალითად,თუ მესის შეაფასებთ ფეხბურთის გარდა სხვა რამეში,მაშინ ის იქნება ბეცი,მაგრამ ფეხბურთში გენიოსია. მგონია,რომ ადამიანი არ დაბადებულა,ვინც გამოარკვევს ადამიანის გონების შესაძლებლობას და იმას თუ რაშია არის ძლიერი.
2022, 19 ნოემბერი, 9:18
ჩვენ შესაძლოა არ ვართ ისტორიაში ყველაზე ჭკვიანი ხალხი და არც გვაქვს ამის ამბიცია,მაგრამ ეგ არ ნიშნავს რო ამ საკითხზე ვცდებით. ვერავინ შემაცვლევინებს ამ აზრს,რადგან ეს არის ფუნდამენტური საკითხი,ადამიანის სხეული ეკუთვნის ადამიანს და არავის აქვს უფლება ის გამოიყენოს დიადი მიზნებისთვის. შეგიძლიათ,რომ ათასი აზრი და არგუმენტი მომიყვანოთ,მაგრამ აზრს ვერ შემაცვლევინებთ. ამის გამო შესაძლოა ჯიუტი და უვიცი გამოვიდა ვიღაცის თვალში,მაგრამ რა მერე? უნდა მაინტერესებდეს სხვისი აზრი,როცა დარწმუნებული ვარ ჩემი მოსაზრების სისწორეში? ამაშია საქმე,ადამიანები მოძრაობენ საკუთარი მორალით და თავისი რწმენით,ვერავის ვერ დააძალებ თქვენს მორალზე გადმოვიდეს და ისე უყუროს სამყაროს,მას სჯერა იმის,რაც მას მიაჩნია სწორად და თუ ვიღაცა "ჭკვიანს" არ ეთანხება რაიმეში ეს უცოდინრობის ბრალი არ არის.
2022, 19 ნოემბერი, 9:10
გადმოვიტანოთ დღევანდელობაზე,მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზება. საქართველოს მოსახეობის 3% აქვს ერთი აზრი,ხოლო ყველა დანარჩენი განსხვავებულ აზრზეა,მათ შორის დიდი ორგანიზაციები,მათ შორის საპატრიაქო და მისი მესაჭე. ეს 3% ვამბობთ,რომ ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ მოხმარების გამო და უნდა მოხდეს ლეგალიზება,რადგან ჩრდილოვანი ეკონომიკა უნდა გახდეს კანონიერი,რათა კონტროლი შეძლო,ბიუჯეტში გადასახადი შევიდეს და ყველაზე მთავარი,ადამიანებმა იცოდნენ რას მოიხმარენ. ათასი არგუმენტი მოიყვანეს საპირისპიროდ,მაგრამ ლოგიკასთან არაფერი აქვს საერთო. ასევე,ადამიანის სხეული და ვის ეკუთვნის ის,ეს დიდი განხილვების საგანი გახდა და უამრავი დაცინვა წამოვიდა,როცა ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩემი რწმენით,ადამიანის სხეული ეკუთვნის ადამიანს და არავის აქვს უფლება ხელყოს ეს საკუთრება და უფლება. ეს მოსაზრება და რწმენა სიცილის ობიექტია საქართველოში და არა მარტო ჩვენთან,ამ მოსაზრების გამო ნარკომანებს გვიწოდებენ და იმ ხსენებული "ბიბლიური თავისუფლების" შექმნის გამო გვიწოდებენ სექტანტებს. სინამდვილეში კი,ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი რწმენიდან,რომ ადამიანის სხეული ეკუთვნის ადამიანს. არ არსებობს არანაირი დიადი მიზანი,რომელიც ამ რწმენას რამენარად ეჭვქვეშ დააყენებს.
2022, 19 ნოემბერი, 8:58
გეთანხმებით,შეიძლება ეგრეც იყოს,მაგრამ თუ მართლა სწამს,მაშინ სხვას რატომ უნდა დაუჯეროს? სწორედ სიჯიუტემ და თვითრწმენამ მოიტანა ცივილიზაცია და არა სხვისი მოსაზრების გამო საკუთარ მოსაზრებაში ეჭვის შეტანამ. თან ვინ უნდა გადაწყვიტოს ადამიანი თავის რწმენაში მართალია თუ არა? ჭკვიანი ადამიანები სხვის მოსაზრებას ითვალისწინებენ,სხვის გამოცდილებას და ასე მიდიან რაღაც აზრამდე,შეუძლებელია ადგეს და არაფრიდან რწმენა ჩამოუყალიბდეს,ის რაღაციდან გამომდინარეობს. მოყვანილ მაგალითს მივუბრუნდეთ,ილიას მოსაზრებით ჯერ უნდა მომხდარიყო რუსეთიდან გამოყოფა და ავტონომიის მიღება,ხოლო შემდეგ უნდა მომხდარიყო სოციალური საკითხების მოგვარება. ამის გამო ბევრი აგინეს და ბევრი სიბინძურე მოუგონეს,მაგრამ სიკვდილამდე თავის აზრზე დარჩა. საკუთარ დასელებთან მოუვიდა უთანხმოება ამის გამო და გაიყვნენ. ვერავინ იტყვის რო მისი ოპონენტები უცოდინრები და ბეცები იყვნენ.უბრალოდ,მას ბევრი ნაფიქრი ქონდა საკითხზე და ასე მივიდა ამ მოსაზრებამდე.დარწმუნებული ვარ,რომ იმ პერიოდში ბევრი ამბობდა რო ეს იყო მცდარი აზრი,მაგრამ ეს იყო ყველაზე სწორი მიდგომა. სოციალურმა საკითხებმა დაგვაკარგინა დამოუკიდებლობა 1921 წელს და ეს გამოიყენა რუსეთმა.
2022, 18 ნოემბერი, 8:33
ჩემი აზრით, აქ ის იგულისხმება, რომ თუ ჭკვიან ადამიანს გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით აზრი, შეხედულება ჩამოუყალიბდება, ის ფიქრობს, რომ შეიძლება ეს სწორი არ იყოს და მასზე ფიქრს აგრძელებს და შეიძლება, მოგვიანებით, აზრიც შეიცვალოს. ხოლო, თუ ადამიანი ჭკვიანი არ არის, რაღაც აზრს ჩაებღაუჭება და აღარ იცვლის, სხვის მოსაზრებას არ ითვალისწინებს და თავისას ბოლომდე "აწვება".
2022, 17 ნოემბერი, 17:38
მე გეტყვით,როგორ უნდა გაარჩიოთ ადამიანი ჭკვიანი არის თუ არა.თუ ადამიანი ყველაფერში სიმარტივეს ეძებს,მაშინ ის ჭკვიანია ან თუ ადამიანი ცდილობს,რომ ისე კი არ გააკეთოს,რაც მიღებულია,არამედ ისე,როგორც თავად სურს და მარტივი გონია. ჭკვიანი ადამიანები არ მიყვებიან დინებას და გავრცელებულ წესებს.
2022, 17 ნოემბერი, 17:33
ბოლო წლებში,ერთერთი ჭკვიანი ადამიანი იყო კახა ბენდუქიძე,რომელიც უამრავ რჩევას აძლევდა თავის შეგირდებს თუ სტუდენტებს,ყველას შეეძლო მასთან მისვლა და რჩევის კითხვა. ჟურნალისტებს იმდენ ეკონომიკურ და ცხოვრებისეულ რჩევას აძლევდა რო რავი რა. ამ სტატიის მიხედვით,არ ყოფილა ჭკვიანი ის კაცი და შესაბამისად,ვინც ზემოთ დაწერილი მოიფიქრა,არც ის იქნება ჭკვიანი ადამიანი,თუ ჭკვიანია,რატომ გვასწავლის ან გვირჩევს? არც არისტოტელე ყოფილა ჭკვიანი თუ ის მაკედონელს რჩევებს აძლევდა და ა.შ.
2022, 17 ნოემბერი, 17:16
უცნაურია,თუ ადამიანი ჭკვიანია,მაშინ საკუთარ შეხედულებებში დაურწმინებლობა რას მივაწეროთ? და კიდევ,ჭკვიანი ადამიანები რჩევებს ნაკლებად არ იძლევიან. ძია სტალინმა უთხრა ბერიას,რომ ილია ჭავჭავაძეს მხრებზე ისეთი თავი ჰქონდა რო მსოფლიოს მართვა შეეძლოო და ილია არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე თუ არა(ჩემი აზრით,ყველაზე ჭკვიანი ადამიანი) ერთერთი ჭკვიანთაგანი. რა გამოდის,რომ საკუთარ შეხედულებებში დარწმუნებული არ იყო,როცა ის კლასიკურ ლიბერალიზმს ქადაგებდა ან როცა სადგილმამულო ბანკი გახსნა ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება? ჩემი აზრით,დარწმუნებული იყო და მერე როგორ. რაც მთავარია,მისი შემოქმედება მთლიანად რჩევების მიცემაზეა აგებული,რომლის გამოყენებაც დღესაც შეგვიძლია. რა გამოდის რო ილია ჭკვიანი არ იყო?
0 1 9