x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
მანდარინი - საოცარი ციტრუსი - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
image


მანდარინი ბევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ციტრუსია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. საახალწლო სამზადისი კი, ამ ხილის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.
image

მანდარინის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ითვლება, კეროდ კი - ჩინეთი. უძველეს დროში ამ ნაყოფს მხოლოდ შეძლებული ჩინელები მიირთმევდნენ, დღეს კი იგი თითქმის ყველგან გვხვდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მსოფლიო ბაზარზე მისი ძირითადი მომწოდებლები არიან მაროკო, ესპანეთი, არგენტინა და სიცილია.
image

მანდარინის შემადგენლობა


ზოგადად ციტრუსების და, მათ შორის, მანდარინის დამახასიათებელ თავისებურებად ითვლება დიდი რაოდენობით С ვიტამინის (ასკორბინის მჟავის) შემცველობა. ამას გარდა, მანდარინში არის დიდი რაოდენობით პექტინები, გლიკოზიდები, მინერალური მარილები, ვიტამინები D, K, B1, B2 და ეთერზეთები. მასში არსებული ლიმონმჟავის წყალობით კი, მანდარინის რბილობში არ გროვდება ნიტრატები და სხვა მავნე კომპონენტები.


image

მანდარინის სასარგებლო თვისებები

მანდარინის ყველაზე სასარგებლო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიმს ეხმარება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაკარგული ვიტამინების აღდგენაში. იგი კარგად კლავს წყურვილის გრძნობას და ავსებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობით ასკორბინის მჟავით. გაციებისა და გრიპის დროს კი ხელს უწყობს ტემპერატურის დაწევას. მანდარინის ფიტონციდური მოქმედება ადამიანს ეხმარება მიკრობებთან ბრძოლაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია გაციების დროს. მანდარინის კანი ასუსტებს ხველას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
image

სინეფრინის (ფენოლიკური ამინომჟავა) შემცველობის გამო მანდარინი დადებითად მოქმედებს ბრონქებზე. დამტკიცებულია, რომ მანდარინის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებასა და ქოლესტერინის დაგროვებას. სხვათა შორის, მანდარინისგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, სპეციალისტები გვირჩევენ, მივირთვათ იგი თეთრ ბადესთან ერთად - სწორედ ეს თეთრი ბადე შეიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამაძლიერებელ გლიკოზიდებს.
image
მანდარინი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. მის წვენს შეუძლი ნერვული სისტემის დამშვიდება და ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლება. რბილობზე არანაკლებ სასარგებლოა მანდარინის კანიც. მასში გაცილებით მეტი პექტინები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და ფლავონოიდებია. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია მისგან ცუკატებისა და ნაყენების გაკეთება. თუმცა ამ შემთხვევაში სიფრთხილეც გმართებთ, რადგან ზოგჯერ მანდარინის მოყვანისას იყენებენ ქიმიკატებს, რომლებიც სწორედ კანში გროვდება. როგორც სხვა ხილს, მანდარინსაც ზოგჯერ უსვამენ სპეციალურ ცვილს, რათა უფრო გლუვი და ლამაზი შესახედი იყოს. ამგვარი მანდარინის კანის გამოყენება, ცხადია, არ შეიძლება.
image

მანდარინი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალბატონებისთვის. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ჩნდება С ვიტამინის ნაკლებობა, რისი შევსების საუკეთესო საშუალებაა მანდარინი. ცნობილია ისიც, რომ მანდარინის მიღებამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს როგორც დედის, ასევე მომავალი ბავშვის ორგანიმში. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა უბრალოდ ნორმის დაცვა, რაც თავიდან აგაცილებთ ამ პრობლემას. დღეში ერი ან ორი მანდარინი სრულიად უსაფრთხოა. მანდარინის კანის ნაყენი (1 მანდარინის კანზე დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და გააგილეთ), დაგეხმარებათ ტოქსიკოზის შემსუბუქება/თავიდან აცილებაში, მოგიხსნით გულისრევის შეტევებს. ხოლო მანდარინის ეთერზეთებით გაკეთებული მოსადუნებელი მასაჟები მომავალი დედის კანს დაიცავს და ხელს შეუშლის სტრიების გაჩენას.

მანდარინი ასევე ხელს უშლის ფრჩხილის სოკოვანი დაავადებების განვითარებას.



მანდარინის საზიანო თვისებები

მიუხედავად დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებებისა, მანდარინმა შეიძლება ადამიანს ზიანიც მოუტანოს. ეს ციტრუსი უკუნაჩვენებია ნაწლავის ანთებითი, დაავადებების, კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც გასტრიტი და მომატებული მჟავიანობა აწუხებს. მანდარინი ძლიერად ამაღლებს მჟავიანობას და აღიზიანებს ნაწლავისა და კუჭის ლორწოვან გარსს.
ამასთან, მანდარინმა შეიძლება ზიანო მიაყენოს თირკმელსაც. ჰეპატიტის, ნეფრიტისა და ქოლეცისტიტის დროს ამ ციტრუსის მოხმარებაზე საერთოდ უარი უნდა იქვას. მანდარინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, შესაბამისად, მისი ზედმეტი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დიაბეტი გამოიწვიოს. ხოლო მათთვის, ვინსაც უკვე აქვს ეს დაავადება, ასევე რეკომენდებულია ფრთხილად მოეკიდოს რაციონში მანდარინის შეტანას.

გასათვალისწინებელია ასევე, არის თუ არა ორგანიზმი მიდრეკილი ალერგიული რეაქციისკენ. ნებისმიერი ციტრუსი და, მათ შორის მანდარინი, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ალერგენად ითვლება. ამიტომ, თუ არ გსურთ საკუთარ თავს ზიანი მიაყენოთ, ეცადეთ მიირთვათ ნორმის ფარგლებში. რბილობის გარდა, ორგანიზმში გარკვეული უარყოფითი რეაქციების გამოწვევა შეუძლია ასევე მანდარინის წვენსაც. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდენ მანდარინს მიირთმევს ბავშვი დღეში. ბავშვის ორგანიზმი გაცილებით მძიმედ რეაგირებს სხვადასხვა ალერგენებზე, ვიდრე მოზრდილის.

თუ ზემოჩამოთვლილიდან არც ერთი არ გაწუხებთ, მანდარინის ჭარბი მიღებისგან მაინც თავი უნდა შეიკავოთ, რაგან არსებობს საფრთხე ე.წ. ჰიპერვიტამინოზის - ჭარბი რაოდენობით ვიტამინების მიღებისგან გამოწვეული დაავადება. ნუ იფიქრებთ, რომ ერთ ჯერზე ხუთი კილო მანდარინის შეჭმით ხუთი თვის სამყოფ ვიტამინებს მიიღებთ. უფრო პირიქით, სარგებლის მაგივრად, ორგანიმს ზიანს მიაყენებთ, შედეგად კი შეიძლება მიიღოთ: დიარეა, გამონაყარი, სისხლში ერითროციტების დაშლა და მათგან ჰემოგლობინის გამოსვლა.

როგორ შევინახოთ მანდარინი?


image

მანდარინის შესანახად ოპტიმალური ტემპერატურაა +6 გრადუსი. მნიშვნელოვანია ასევე ოდნავ მომატებული ტენიანობა, რათა მანდარინი არ გამოშრეს. მანდარინები ტოტითა და ფოლებით გაცილებით მეტ ხანს ინახება. თუ მანდარინის კანს მცენარეულ ზეთს წაუსმევთ, შენახვის ვადა უფრო გახანგრძლივდება. ამ ციტრუსის შესანახად საუკეთესო საშუალებაა ჩვეულებრივი ჩანთა-ბადე, ოღონდ არამც და არამც პოლიეთილენის პაკეტი!


იხილეთ ასევე:


1. გოგრა - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს

2. კომში - ხილი, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს
3. მსხალი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს

4. ქლიავი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს

5. ატამი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს

6. ბალი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს

7. უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!


3
6234
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6234
  
2016, 17 ნოემბერი, 18:41
მარნეულიდან მოდიან აზერბაიჯანელები და მიაქვთ 60–70 თეთრად. :)
2016, 17 ნოემბერი, 18:39
ზამთარში დაფასდება, ნაახალწლევს, ტკბილეული რომ მობეზრდება ხალხს :)
2016, 17 ნოემბერი, 13:36
ტონობით დავკრიფეთ, კიდევ ბლომად ასხია და ჯერ არც კი გამისინჯავს–"შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო". :)
0 1 3