ბალი - როდის არ უნდა მივირთვათ, რა სარგებლობა მოქვს და როგორ უნდა შევინახოთ? - ბევრს გაუკვირდება!
დადგა ივნისი და მაღაზიისა თუ ბაზრის დახლებზე გამოჩნდა ბევრისთვის საყვარელი ხილი - ბალი! ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი რომელსაც ახლადშემოსული ეს უგემრიელესი, წითელი თუ თეთრი ხილი მადას არ აღუძრავს. და მაინც, რა არის ბალი, რამდენად სასარგბელო ან საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის, როგორ ავარჩიოთ და როგორ შევინახოთ იგი ზამთრისთვის?
შევეცდებით ამ ყველაფერზე თანმიმდევრობით გავცეთ პასუხი.
შემადგენლობა
ბლის ნაყოფის სარგებელი განპირობებულია მასში პეკტინების არსებობით. მუქი ფერის შეფერილობის ნაყოფში მეტი ნივთიერებაა კაროტინოიდებისა და ანტოციანების ჯგუფიდან. მინერალური შემადგენლობა წარმოდგენილია კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, რკინით, მაგნიუმით, კალციუმით. მიკროელემენტებიდან კი ბალი შეიცავს ფტორს, იოდს, სილიციუმს, ქრომს, კობალტს, ნიკელს, სპილენძს, თუთიას, მარგანეცს. ნაყოფში დიდი რაოდენობით არის ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა), ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა), პროვიტამინი А, კაროტინი, ვიტამინები В1, В2, კუმარინები.
ბლის კალორიულობა 100 გ. პროდუქტზე ― 50 კკალ:
ცილები ― 1, 1 г
ცხიმები― 0, 4 г
ნახშირწყლები― 11, 5 г
სარგებელი
ბალი არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ სასარგებლოცაა.
ჰიპერტონიული დაავადეების დროს იგი ახდენს წნევის ნორმალიზებას. აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი. ჰიპერტონიკებისთვის რეკომენდებულია ერთი თეფში მუქი წითელი ბალის ყოველდღიურად მიღება.
ახდენს ღვიძლისა და თირკმლების მოქმედების ნორმალიზებას.
რევმატიზმის ართრიტის, პოდაგრას დროს ბალი ტკივილის გადატანას აადვილებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ბლის კონცენტრირებული წვენი (1 ს.კ. 3-ჯერ დღეში).
სისხლნაკლებობისას ბალი ორგანიზმს რკინითა და სხვა სასარგებლო მინერალებით ამარაგებს.
სპასტიური კოლიტის, ნაწლავის ატონიის, შეკრულობისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების დროს სასარგებლოა ბლის კომპოტი და წვენი.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და გასტრიტის დროს დიდი რაოდენობით ორგანული მჟავის შემცველი ბევრი პროდუქტი ორგანიზმს ზიანს აყენებს, იწვევს გულძმარვას, რასაც ვერ ვიტყვით ბალზე.
ბალი სასარგებლოა ასევე ნერვული სისტემის პრობლემების - სტრესის, დეპრესიის, უძილობის დროს.
ბლის რბილობში შედის ვიტამინები В1 და В2, რომლებიც დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე, თმასა და კანზე. პროვიტამინი А ამაგრებს ძვლებს (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა) და კბილებს, ხოლო მხედველობისთვის ამ პროვიტამინს განსაკუთრებით დიდი სარგებელი მოაქვს.
ბალი რეკომენდებულია ასევე გაციების დროსაც, რადგან მასში შედის დიდი რაოდენიბით ასკორბინი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვებსა და გულს, და იცავს ვირუსებისგან.
თუ თქვენს ორგანიზმს ტონუსი აკლია, ამ შემთხვევაშიც ჩართეთ რაციონში ბალი, რადგან იგი მდიდარია კუმარინებით, რომელთა შემცველობით ჩამოუვარდება მხოლოდ ბროწეულს, ჟოლოსა და წითელ მოცხარს.
ბლის ნაყოფი გამოიყენება ასევე კოსმეტიკაშიც.
ბალი კარგი საშუალებაა წონის დაკლების მსურველთათვის. ცოტაოდენი, დაბალკალორიული ბლის მირთმევა სადილამდე ან ვახშმამდე (მაგრამ არა შემდეგ!) გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, არ გადატვირთავს ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით, შეგიქმნით დანაყრების შეგრძნებას.
შენახვა
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ბლის, ისევე, როგორც ყველა ხილისა თუ ბოსტნეულის მირთმევა გარეცხვის გარეშე დაუშვებელია! თუმცა, თუ შეიძინეთ იმდენი ბალი, რომ ერთჯერადად ვერ ახერხებთ მირთმევას და მაცივარში გსურთ შეინახოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რამ: გარეცხილი ბალი არ შეინახოთ 2-3 საათზე მეტ ხანს, რადგან მასში სასარგებლო ნივთიერებები თანდათან სულ უფრო იკლებს. გაურეცხავი ბლის შენახვა კი, მაცივარში 1 კვირამდე შეიძლება.
ბლის შენახვა ზამთრისთვის შეიძლება გაყინვის ან გაშრობის საშუალებით. გასაშრობად საჭიროა 2-3 წუთით ბლანშირება მოხავდინოთ ცხელ წყალში, შემდეგ გავაგრილოთ ცივი წყლით და დასაწურად მოვათავსოთ თუშფალანგზე. ამის შემდეგ შევდოთ ღუმელში 60 გრადუსზე. როგორც კი ოდნავ შერბილდება, მოვუმატოთ ტემპერატურას 80-85 გრადუსამდე და დავაყოვნოთ მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოშრება.
თუ ქილაში შენახვა გსურთ, შეგიძლიათ მოიქცეთ შემდეგნაირად: მშრალ მინის ქილაში ძირზე დააფინეთ ბლის გასუფთავებული და გამშრალი ფოთლები, შემდეგ ასევე მშრალი ნაყოფი ერთ რიგად, შემდეგ ისევ ფოთლები და ასე ქილის შევსებამდე. ბოლოს კი დააფარეთ კაპრონის თავსახური და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე. ამგვარად ბალი შეინახება ოქტომბერ-ნოემბრამდე.
გასაყინად გარეცხილ ბალს მოაშორეთ კურკა, დააწყვეთ ნაყოფი თხელ ლანგარზე ერთ ფენად, გაყინეთ და შემდეგ მოათავსეთ კონტეინერში. ამგვარად ბლის შენახვა შეიძლება 8 თვის მანძილზე.
უკუჩვენებები
ბალს ძალიან ცოტა უკუჩვენება აქვს: მისი დიდი ოდენობით მიღებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანებს, რომლებსაც ნაწლავის გაუვალობა აწუხებთ, ასევე არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის დროს. არ შეიძლება ბლის მირთმევა ჭამის დამთავრებისთანავე: აუცილებელია საკვების მიღებიდან მინიმუმ 30 წუთი გავიდეს.
კეთილი და თავმდაბალი,
კუნწულებად დაკიდებულ
მწიფე, ტკბილ ხილს კი სცნობ - (ბალი).