x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121637
  • ვიდეო:354862
  • სურათი:493771
უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
image

უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი?


ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ აუცილებელია გავარკვიოთ, რა არის საერთოდ კიტრი?


მწიფე კიტრის შემცველობაის დაახლოებით 95% მოდის წყალზე, 3% კი ცილებზე, მცირე რაოდენობით კი არის ცელულოზა და ა.შ. მინერალური შემადგენლობა ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი აქვს. კიტრში შედის კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, გოგირდი და სილიციუმი. ეს უკანასკნლეი აუცილებელი კომპონენტია ორგანიზმის ჯანმრთელი შემაერთებელი ქსოვილებისთვის, მნიშვნელოვანია კანისთვის, ძვლებისა და სისხლძარღვებისთვის.



კიტრს კარგი გამაგრილებელი ეფექტი აქვს, რის გამოც ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით სასიაოვნო საკვებად ითვლება. მას ხშირად რთავენ დიეტურ კვებაში.

image

თუმცა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ თითქმის ყველა ძირითადი ვიტამინი, რომლებითაც კიტრი ასეთი სასარგებლოა, თავმოყრილია კანში. ესენია ვიტამინი С, ვიტამინი В და В2, ბიოტინი, კაროტინი, ნიკოტინის მჟავა. არ უნდა დავივიწყოთ ვერცხლიც, რომელიც ასევე კიტრის კანში შედის.


კიტრის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვანს, რომელიც ნაწლავების მოქმედებას აწესრიგებს, ააქტიურებს ნაწლავთა მიკროფლორას, რითაც ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას და ახდენს შეკრულობის პრევენციას.


დიდი რაოდენობით ტუტე მარილებისა და იოდნაერთების არსებობის გამო, გაუთლელი კიტრის მიღება დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, იცავს ნაადრევი დაბერებისგან და ახდენს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.

image

კიტრის კანი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი ღრუბელივითაა - ისრუტავს ყველაფერს, მათ შორის ჩვენი ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებსაც: პესტიციდებს, ნიტრატებსა თუ სხვა ქიმიურ ნაერთებს.


ასე რომ, ერთი მხრივ, კიტრის კანი ვიტამინების ნამდვილი საცავია - მასში გაცილებით მეტი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერება შედის, ვიდრე თავად რბილობში, მაგრამ თუ კიტრი თქვენს ბოსტანში არ არის მოყვანილი, მაინც უმჯობესია გათალოთ.


აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის უკეთესი თავად მოიყვანოთ კიტრი.

image


3
12465
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
12465
  
2016, 25 მაისი, 10:27
დაილოცოს სოფელი,
სამზარეულოდან ხელს რო გადაყოფ და კიტრს რო წააწყვიტავ , მაგარია , მაგრამ სადაა
2016, 24 მაისი, 9:54
გეთანხმები, მეც ყოველთვის ვთლი. მადლობა, ჩემო კარგო.
2016, 23 მაისი, 14:24
სამწუხაროა, ამ რაოდენობის სასარგებლო ვიტამინს ვერ ვიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პროდუქტების მიმართ... უზომოდ წამლავენ და არავინ იცის კიდევ
რა სახის ქიმიური ნივთიერებით. ამიტომ მირჩევნია გავთალო. სტატია თავისთავად ძალიან სასარგებლო და საინტერესოა :) რა თქმა უნდა, გავაზიარე!
0 1 3