x
მეტი
  • 13.02.2025
  • სტატია:140168
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513146
„სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“- რა გავლენას ახდენს ვანილის სურნელი ორგანიზმზე
image


სტრე­სე­ბით სავ­სე სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბი სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­და. ამი­ტომ უნდა და­ვა­ფა­სოთ თი­თო­ე­უ­ლი წვრილ­მა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ­ში ენ­დორ­ფი­ნს გა­მო­ყოფს და ცხოვ­რე­ბას გვი­ხა­ლი­სებს. ასე ვარ მეც, ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფერ­ში პო­ზი­ტი­ვი და­ვი­ნა­ხო და ცუდ ამ­ბებ­საც კი კარ­გი კუ­თხით შევ­ხე­დო. თუმ­ცა ეს მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­სა­ღად კვე­ბის მომ­ხრე ვარ, ხში­რად არც შო­კო­ლად­ზე ვამ­ბობ უარს, რად­გან ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ენ­დორ­ფი­ნის გა­მო­ყო­ფას უწყობს ხელს.


აი, ცოტა ხნის წინ კი, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტის დახლზე ერ­თმა წარ­წე­რამ მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა - „სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც გვა­ბედ­ნი­ე­რებს“.


წარ­წე­რას ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტი მოჰ­ყვე­ბო­და - „ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­და­გას­კარ­ში მოგ­ზუ­რო­ბი­სას ვა­ნი­ლის პლა­ნტა­ცი­ებს ეს­ტუმ­რა და ად­გი­ლობ­რივ­თა ცხოვ­რე­ბას და­აკ­ვირ­და. პლან­ტა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, თუმ­ცა მუ­შე­ბი სირ­თუ­ლე­ებს გა­საკ­ვი­რი შე­მარ­თე­ბით უმკლავ­დე­ბი­ან. არც მძი­მე რუ­ტი­ნა აში­ნებთ და არც ცხოვ­რე­ბის გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, „ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო“ ვა­ნი­ლის სურ­ნე­ლია. სწო­რედ ის უწყობს ხელს ორ­გა­ნიზ­მში ენ­დორ­ფი­ნის - ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბის გა­მო­ყო­ფას.“



image


ცოტა ხანს დავ­ფიქ­რდი, ნუთუ ასე მარ­ტი­ვია ენ­დორ­ფი­ნის დაგ­რო­ვე­ბა? თურ­მე ასეა. თუმ­ცა ავ­ტო­მა­ტუ­რად ვი­ფიქ­რე, რომ პრო­დუქ­ტი, რო­მელ­ზეც ეს წარ­წე­რა ამო­ვი­კი­თხე, მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და მისი მი­ღე­ბით ჩემი ჯან­სა­ღი კვე­ბის რა­ჟი­მის დარ­ღვე­ვა მო­მი­წევ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შევ­ცდი. ეს იყო ხა­ჭოს დე­სერ­ტი ვა­ნი­ლის არო­მა­ტით - სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი და სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მე­ტად სა­სარ­გებ­ლოა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის და ამავდრო­უ­ლად, თურ­მე გვაბედნიერებს.


ხაჭო „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის პრო­დუქ­ტის“ მიერ იყო წარ­მო­ე­ბუ­ლი. ამ ის­ტო­რი­ამ ისე და­მა­ინ­ტე­რე­სა და გა­მა­ხა­ლი­სა, რომ დახ­ლის გუ­ლი­ა­ნად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ვი­წყე და მსგავ­სი შე­ფუთ­ვით სხვა პრო­დუქ­ტე­ბიც, მათ შო­რის, ყვე­ლი, რძე, მა­წო­ნი და არა­ჟა­ნიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­ფუთ­ვებ­ზე და­ბეჭ­დი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს თვა­ლი გა­და­ვავ­ლე და რამ­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტი შე­ვი­ძი­ნე.


image


image


ვი­ფიქ­რე, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ბავ­შვებ­საც მო­ე­წო­ნებოდათ და იქ­ნებ ამის გამო მა­ინც სი­ა­მოვ­ნე­ბით ეჭა­მათ რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ასე არ უყ­ვართ და მე კი ასე მინ­და, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად იღებ­დნენ. ჩემი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა. ხა­ჭოს მირ­თმე­ვის შემ­დეგ, კომ­პი­უ­ტერს მი­ვუს­ხე­დით, ვა­ნი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ.


რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ვა­ნი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი მა­და­გას­კარ­ზე, დე­და­ქა­ლა­ქი­დან 600 კმ-ის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. პლან­ტა­ცი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რედ ჯუნ­გლე­ბია, მი­სას­ვლელ გზა­ზე კი წყლით დატ­ბო­რი­ლი ბრინ­ჯის ყა­ნე­ბია.


ვა­ნი­ლი ორ­ქი­დე­ე­ბის კლასს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და მო­საყ­ვა­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სამი პი­რო­ბა: სით­ბო, მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და სწო­რი მოვ­ლა. ვა­ნი­ლის პარ­კებს კრე­ფენ მწვა­ნე, ნა­ხევ­რადმწი­ფე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და იწყე­ბენ მის ხან­გრძლივ გა­და­მუ­შა­ვე­ბას. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პარ­კე­ბი უნდა და­მუ­შავ­დეს ცხე­ლი წყლით. წყლი­დან ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე პარ­კებს ყრი­ან ზე­წარ­ზე და კარ­გად ფუ­თა­ვენ. ასე აჩე­რე­ბენ ერთი დღე-ღამე. შე­დე­გად პარ­კე­ბი მომ­წი­ფე­ბას წყვეტს და ფერ­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცესს იწყებს. შემ­დე­გი ეტა­პი მზე­ზე გაშ­რო­ბაა, რა­საც ჩრდილ­ში ერთი თვის მან­ძილ­ზე შე­ნახ­ვა მოჰ­ყვე­ბა. გა­მოშ­რო­ბის დროს ვა­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 7-ჯერ იკ­ლებს წო­ნა­ში. სა­ბო­ლო­ოდ ვა­ნილს ახა­რის­ხე­ბენ სიგ­რძის მი­ხედ­ვით და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.



image


ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა, რომ ახა­ლი მი­ზა­ნიც და­ვი­სა­ხე. გა­დავ­წყვი­ტე, რა­დაც უნდა და­მიჯ­დეს, ერთ დღეს ჩემ­მა კომ­პა­ნი­ა­მაც და­წე­როს ასე­თი ტექ­სტი - “ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­და­გას­კარ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ვა­ნი­ლის პლან­ტა­ცი­ებს ეს­ტუმ­რა...” მიხ­ვდე­ბო­დით, რომ ეს ჟურ­ნა­ლის­ტი მე ვიქ­ნე­ბი. მა­ნამ­დე კი, ვიდ­რე მა­და­გას­კარ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რებ და ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბის სურ­ნელს ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქავ, ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას „დღის პრო­დუქ­ტის“ ვა­ნი­ლი­ა­ნი ხა­ჭოს დე­სერ­ტის სა­ხით მი­ვი­ღებ.



0
343
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0