x
მეტი
  • 02.12.2022
  • სტატია:124066
  • ვიდეო:355504
  • სურათი:496661
საქართველოში თევზის მოხმარება იზრდება - რა არის მიზეზი?
image


საქართველოში ზღვის პროდუქტების მიმართ ინტერესი და კონკრეტულად თევზის მოხმარება იზრდება. როგორც კომპანია „ოკეანეში“ აცხადებენ, პანდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური პროცესების მიუხედავად, წელს მათი პროდუქციის მიმართ ინტერესი გასულ წლებთან შედარებით განსაკუთრებით მაღალია.


რა არის მოთხოვნის ზრდის მიზეზები და როგორ პასუხობს აღნიშნულს ქართული თევზის ბაზარი, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ „ოკეანის“ ტექნოლოგს ლევან თომაშვილს ესაუბრა:



  • როგორია თევზის მოხმარების ტენდენცია საქართველოში? როგორ გაიზარდა მოთხოვნა ბოლო წლებში?

თევზის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოშიც, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან მაინც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს.



საქართველოში წელიწადში თევზის საშუალო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 10კგ-მდეა, როცა განვითარებულ ქვეყნებში 25კგ-ზე მეტია. აღნიშნული მაჩვენებელი ერთი მხრივ, შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზოგადად, აღნიშნული პროდუქტის მომხმარების კულტურა ჩვენთან შედარებით დაბალია და ასევე, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. თუმცაღა მაინც დამაიმედებელია, რომ მოთხოვნა იზრდება. მაგალითად, 2000-2017 წლებში, საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე თევზის წლიური მოხმარება 9-ჯერ გაიზარდა.


  • როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა მოთხოვნის ზრდა ზოგადად ზღვის პროდუქტებზე და ასევე უშუალოდ თქვენს პროდუქციაზე?

მსოფლიოში ყოველწლიურად თევზის მოხმარება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ცილოვანი პროდუქტების. გამონაკლისი არც საქართველოა. თევზი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია. გამოირჩევა განსაკუთრებული მაღალი კვებითი ღირებულებით. ის შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ვიტამინებს, მინერალებს, რაც სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. იგი ამავე დროს დიეტური პროდუქტიცაა.


პროდუქტზე ხელმისაწვდომობისა და კონკურენციის ზრდის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ წლებთან ერთად საქართველოში თევზის ბაზარი უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ვფიქრობ, მოთხოვნისა და კონკურენციის ზრდა აღნიშნული ბიზნეს საქმიანობის განვითარებას და ბაზარზე უფრო ხარისხიანი პროდუქციის გაჩენას უწყობს ხელს.


მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ასევე უნდა დავასახელო ტურისტული ნაკადების შემოდინება გაზაფხულის სეზონიდან.


მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მაგალითად 2022 წლის 8 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წმინდა რეალიზაცია 46%-ით არის გაზრდილი. ნებისმიერი პროდუქტის დამზადების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნედლეულის ხარისხს, რაც თევზის წარმოებაში კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.


კომპანია „ოკეანე“ უკვე წლებია, ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი, რაც უზრუნველყოფს ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნებას და ახლების მოზიდვას.


  • როგორ ინარჩუნებთ ხარისხს და რამდენად დიდია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ამის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ?

საწარმოში უმკაცრესად კონტროლდება, როგორც ნედლეული, ასევე მზა პროდუქცია. მაქსიმალურად დაცულია ტექნოლოგიური პროცესები, რაც უზრუნველყოფს არაჩვეულებრივი გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის მიღებას, ასევე თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, ასორტიმენტის მრავალფეროვნება - ყველა ეს პროცესი განაპირობებს მომხმარებლამდე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას და შესაბამისად მოთხოვნის ზრდას.


როცა მომხმარებელი აღნიშნული პროცესების შესახებ ინფორმირებულია, უკვე შენს პროდუქტზე აკეთებს არჩევანს. „ოკეანის“ ერთ-ერთი უპირატესობაა საუკეთესო, ნორვეგიული ნედლეული, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ქვეყნების მწარმოებლებისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და უკეთესი გემოვნური თვისებებით.


მკაცრად კონტროლდება როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციისა და უკვე მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის ხარისხი და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ შენახვის პირობებს. საწარმოში ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც პროდუქციას დამატებით ამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი დისტრიბუცია.


  • რა სიახლეების დანერგვას აპირებთ წარმოებაში და იგეგმება თუ არა პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა?

აქტიურად იხვეწება თითოეული პროდუქტის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, საწარმოში მუდმივ რეჟიმში ახლდება დანადგარები, რაც ზრდის წარმოების წარმადობას და ამცირებს მუშახელის ფიზიკურ დატვირთვას.


რაც შეეხება ახალ პროდუქციას, მიმდინარე წელს დავამატეთ რამდენიმე სახეობის ქაშაყის ფილეს სალათა და ცხლად შებოლილი ქარსალა (ე. წ. შპროტი) ზეთში. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს ასორტიმენტის მნიშვნელოვნად ზრდა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 50-მდე სახეობის პროდუქტს და ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი უახლოეს მომავალში დაახლოებით, 70-მდე გაიზრდება.


აქვე მინდა ექსკლუზიურად აღვნიშნო, რომ მალე ლუდის მოყვარულთათვის განსაკუთრებულად სასიამოვნო სიახლე გვექნება.




1
113
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
113
  
7 ოქტომბერი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1