x
image
natia.a
რა სარგებლობა და ზიანი შეიძლება მოიტანოს ატამმა - ეს უნდა ვიცოდეთ!
image
აღმოსავლური ლეგენდებისა და მითების მიხედვით ატამი ახალგაზრდობისა და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა. ჩვენში კი იგი დიეტურ და სასარგებლო პროდუქტად ითვლება, განსაკუთრებით ორსული ქალებისა და პატარებისთვის.


მაგრამ ატამმა ადამიანის ჯანმრთელობაზე შეიძლება იმოქმედოს როგორდ დადებითად, ასევე უარყოფითად. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ მისი ყველა თვისებების შესახებ.


სარგებელი


image
ატამი პირველ რიგში ცნობილია მისი მატონიზირებელი ეფექტით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ხნის ავადმყოფობით დაუძლურებული ორგანიზმისთვის. ატმის წვენი ეხმარება სუსტ ახალშობილებს ძალების სწრაფად მოკრებაში. კარგია ასევე კუჭის დაქვეითებული მჟავიანობისთვის.



ჭამამდე 15 წუთით ადრე ატმის ახლადგამოწურული წვენის მიღებით ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლებაც შეიძლება.


ატამი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს, რადგან შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს შარდის ბუშტიდან ქვიშის გამოდევნას.


ატამში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმის მარილები გულის რიტმის დარღვევისა და გულის კუნთების შესუსტების პროფილაქტიკასაც უწყობს ხელს. ფოსფორისა და კალიუმის შემცველობა კი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ტვინის მუშაობაზე და ამაღლებს ქმედუნარიანობას. კაროტინი აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებას და მხედველობას.


ატმის დადებითი ეფექტია ასევე სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვისა და სუსტი ბავშვებისთვის.
ტკბილ ხილში არსებული ვიტამინი C, B და A აძლიერებს იმუნურ სისტემას.


ატმის რეგულარული მოხმარება კანს ხავერდოვანს ხდის და ვარდისფერ შეფერილობას აძლევს. მზის სხივებისგან მიღებული დამწვრობის დროს კი გახეხილი ატმის ნიღაბი ტკივილდამაყუჩებელ ეფექტს იძლევა.


ზიანი


imageატმის მიღება არ არის სასურველი ორგანიზმში ანთებითი პროცესების მიმდინარეობის დროს.


არ არის რეკომენდებული ატმის მიღება დღის მეორე ნახევარში (15 საათის შემდეგ), რადგან ეს ცუდად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.


ასევე ზიანი შეიძლება მოუტანოს ატამმა ალერგიითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.


ამ გემრიელ და სასარგებლო ნაყოფს ზიანის მიყენება შეუძლია ზედმეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც, რაც გამოიხატება საჭმლის მონელებისა და სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევაში. ამიტომ, სასურველია, დღეში მიღებული ატმის რაოდენობამ არ გადააჭარბოს 600 გრამს.

2
3020
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3020
  
2015, 25 ივლისი, 15:02
მე კი ვერაფრით შევიყვარე ატამი :) შეფასებისთვის მადლობა, ჩემო კარგო :)
2015, 25 ივლისი, 13:13
როგორ მიყვარს და ასეთი სასარგებლოც თუ იყო არ მეგონა. როგორც ყოველთვის კი სტატია სასარგებლოა ნათი.
0 1 2