x
image
natia.a
კომში - ხილი, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
image


კომში - საოცარი ხილი, რომლის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ კურკა და ფოთოლიც კი სასარგებლოა, საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პროდუქტია. იგი გამოიყენება როგორც უმი, ასევე ჯემების, მურაბის, კომპოტის სახით. ხშირად იყენებენ ხორციან კერძებშიც.

ეს არის დაბალკალრიული, დიეტური პროდუქტი, რომლის 100 გრამი შეიცავს 40 კკალ-ს.

უძველეს დროში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, კომში ითვლებოდა სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ და ეძღვნებოდა სიყვარულის ქალღმერთს - ვენერას.


კომშის დადებითი თვისებები

კომშის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინის ნაერთებს, ფრუქტოზას, გლუკოზას, კალიუმის მარილებს, რკინას, კალციუმს, ფოსფორსა და სპილენძს.

კომშის ნაყოფს წამლად იყენებენ უძველსი დროიდან.
image

ხალხურ მედიცინაში კომშის რბილობის მურაბა და ნახარში ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად. დადგენილია, რომ კომში დადებითად მოქმედებს გულის აჩქარებაზე, სიყვითლესა და დიარეაზე.

კომშის ნახარში: 10 გ. ნაყოფს დაასხით 100 მლ. მდუღარე წყალი და მიიღეთ 1 ს.კ. ჭამის წინ, უმადობისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.
image

მოხარშული კომშის რბილობი: მოხარშული და გახეხილი კომში გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს და ღებინების საწინააღდეგო საშუალებად.

უმ ნაყოფსა და წვენს იღებენ სისხლნაკლებობისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს სიყვითლე და სისხლდენა; გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.

კომშის ნაყოფს აქვს შემკვრელი, შარდმდენი, ჰემოსტატიკური, ანტისეპტიკური მოქმედება და ხელს უყობს გულისრევის შეჩერებას. კომშის კურკებს კი გააჩნია დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ, სამედიცინო პრაქტიკაში კომშის კურკების ნახარში გამოიყენება სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენისა და დიარეის დროს. კურკის ნახარშს იყენებენ ასევე ანგინის დროს სავლებ საშუალებად. თვალის დაავადებებისას იყენებენ ლოსიონად, კოსმეტიკაში კი - კანის დამარბილებლად.

სიროფის სახით, კომშის ნაყოფს იყენებენ სისხლნაკლებობის დროს. ამისათვის კომშს ჭრიან მცირე ზომის ნაჭრებად, ასხამენ წყალს, ადუღებენ დარბილებამდე, შემდეგ წურავენ მოხარშული ნაყოფიდან წვენს და ადუღებენ მას სიროფის კონსისტენციის მიღებამდე.
image

კომშის უმ ნაყოფს, რკინის დიდი შემცველობის გამო, იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს.

თავად კომშის ან მისი წვენის საფენები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ანალური ნაპრალის მკურნალობისას. უმი კომშის ან კომშის ჩირის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად. ამისათვის საჭიროა დღეში სამჯერ მიიღოთ კომშის ნაყოფის ჩაი.
image

კომშის კურკების წყალთან ერთად შენჯღრევისას (5 კურკა + 100 მლ.წყალი) იღებენ ლორწოვან სითხეს, რომელსაც იყენებენ სავლებ, ამოსახველებელ და ხველის საწინააღმდეგო (ბრონქიტის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში), შემამსუბუქებელ (კოლიტისა და დიარეის დროს) და დამამშვიდებელ (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას) საშუალებად. ლორწოს ამზადებენ მთელი კურკებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული ენდოსპერმაში არსებული ამიგდალინის, მომწამვლელი ნივთიერების გამოსვლა.


სტომატოლოგიაში კომშის ლორწოს იყენებენ გლოსიტის, გინგივიტისა და პარადოტოზის დროს.

კომშის ფოთლების ნაყენი ამცირებს და აჩერებს კიდეც, ბრონქული ასთმის შეტევას. ამისათვის 5 გრ. ფოთოლს ასხამენ 1 ჭ. მდუღარე წყალს, ადუღებენ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთი, გაწურავენ და იღებენ 2 ს.კ.-ს 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ამგვარი ნაყენის შენახვა შეიძლება მაცივარში არაუმეტეს 3 დღისა.

უძველესი დროის მკურნალოებისგან შემორჩენილია კომშის უმი ნაყოფის წვენით უშვილობის მკურნალობის რეცეპტი. წვენის მიღება საჭიროა ახალმთვარიდან მთვარის მესამედამდე, 1 ს.კ. ყოველ საღამოს.
image

კომშის ფოთლებისა და კურკის ჩაი შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა თირკმლების დაავადებების დროს. საჭიროა 1 ს.კ. გამშრალ ფოთლებსა და იმავე რაოდენობის კურკას დავასხათ 200 მლ. მდუღარე წყალი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 5-6 წუთი, გავაგრილოთ და დავამატოთ თაფლი გემოვნებით, მივიღოთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში.


კომშის საზიანო თვისებები

გარდა ზემოჩამოთვლილი სამკურნალო თვისებებისა, კომშს გააჩნია ზოგიერთი უკუჩვენებაც. ცნობილია, რომ კომშის რბილობსა და კურკას აქვს შემკვრელი ეფექტი. იმ ადამიანებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ენტეროკოლიტით ან კუჭის წყლულით, ამ ხილის ნაყოფმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური სპაზმები და გაუვალობა და გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი.
image
კომშის მიღებისგან თავის შეკავებაა საჭირო ასევე პლევრიტისა და ყაბზობის დროს. ბუსუსი, რომლითაც დაფარულია კომშის ნაყოფი, საზიანოა ხმის სიმებისა და ხორხისათვის: იგი ხშირად ხდება ხველისა და ყელის გაღიზიანების მიზეზი. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია კომშის მიღებისგან თავი შეიკავონ ადამიანებმა, რომელთა საქმიანობა სიმღერას ან საჯარო სიტყვიერ გამოსვლებს უკავშირდება.



იხილეთ ასევე:


1. ბალი - რა სარგებლობა მოაქვს და როდის არ უნდა მივირთვათ

2. ფრთხილად მზესუმზირაა - ანუ როდის მივირთვათ და როდის არა "სემიჩკა"

3. გოგრა - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს - ეს უნდა ვიცოდეთ!

4. მსხალი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს - ეს უნდა ვიცოდეთ!

5. მოხარშული სიმინდი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

6. ქლიავი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს - ეს უნდა ვიცოდეთ!

7. ატამი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს - ეს უნდა ვიცოდეთ!

8. საზამთრო და ნესვი - სასარგებლოა თუ არა - ეს უნდა ვიცდეთ!

9. კიტრი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს კიტრს - ეს უნდა ვიცოდეთ!












1
23665
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
23665
  
2016, 14 ნოემბერი, 10:50
ბებიაჩემის სოფელში წასვლის დროა უკვე :( თორე ძალიან მომენატრა კომში ...
0 1 1