x
image
natia.a
ფრთხილად მზესუმზირაა! ანუ როდის მივირთვათ და როდის არა

image

ზოგადად მზესუმზირის კნატუნი, განსაკუთრებით საზოგადოებაში, ცუდ ტონად ითვლება. ბებიები კი ხშირად გვაფრთხილებენ, რომ ამდენი "სემიჩკის" გამო "ბრმა ნაწლავი გაგვიხდება საოპერაციო".

არა, რა თქმა უნდა აპენდიციტთან მზესუმზირას კავშირი არა აქვს, თუმცა გარკვეული საშიშროებებეი კნატუნის მოყვარულებს მართლაც ემუქრებათ.

პირველი და მთავარი პრობლემა, რომელიც მზესუმზირის კნატუნმა შეიძლება შეგვიქმნას, არის კბილების გაფუჭება. როცა ასეთი გამალებით არჩევთ "სემიჩკას", კბილის ემალის დაზიანების საფრთხე იქმნება, რაც კარიესამდეც შეიძლება მივიდეს.
image

არც გახდომის მსურველთათვის არის მზესუმზირის მირთმევა გამართლებული. 100 გ. მზესუმზირა 520 კკალ.-ს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ:

0, 5 ჭიქა მზესუმზირა = 2 პორცია მოხარშულ ბრინჯს ან ერთ ფილა შოკოლადს.

1 ჭიქა = ნახევარ ბატონ პურს ან ერთ პორცია ღორის მწვადს.


მზესუმზირის დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს ხმის იოგებს, ამიტომ მათი მოხმარება არ არის რეკომენდებული მომღერლებისთვის.

image

თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა. თუ თქვენ ჯანმრთელი და მაგარი კბილები გაქვთ და არც ზედმეტი წონა გაწუხებთ, მზესუმზირა სარგებლის მეტს არაფერს მოგიტანთ.

მზესუმზირა უჯერი ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა. სწორედ ეს მჟავები აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში და იცავს გულსა და სისხლძარღვებს. ამას გარდა, მზესუმზირაში არის:

● ვიტამინი Е – იცავს ნაადრევი ნაოჭებისგან და გულის შეტევისგან.
● ვიტამინი А – მნიშვნელოვანია კანისა და მხედველობისთვის.
● В ჯგუფის ვიტამინები – მათ გარეშე ვიქნებოდით დეპრესიისა და უძილობის მსხვერპლნი, გამუდმებით ვიწუწუნებდით, შეგვაწუხებდა მუწუკები და ქერტლი.
● ვიტამინი D – აუცილებელია ძვლების სიძლიერისა და ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებისთვის.
 თუთია – მნიშვნელოვანია სახის კანისთვის, ჯანსაღი თმისა და ფრჩხილებისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის.
● მაგნიუმი – აუცილებელია გულისა და ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის, ხელს უწყობს კუნთების განვითარებას და არტერიული წნევის ნორმალიზებას.
image

მზესუმზირა აუმჯობესებს მადას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. ფსიქოლოგები "სემიჩკის" კნატუნს ურჩევენ მათ, ვისაც სიგარეტზე თავის დანებება სურთ. ითვლება, რომ კბილით გარჩევის პროცესი ანელებს სიგარეტისადმი ლტოლვას.

თუმცა, მზესუმზირის მოყვარულებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხალვის პროცესში სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იკარგება. ამიტომ უმჯობესია თუ "სემიჩკას" უბრალოდ ოდნავ გამოვაშობთ და არ მოვხალავთ.


image


2
19859
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
19859
  
მეუღლემ სწორედ მისი კნატუნით დაამარცხა სიგარეტი)))
2016, 22 აპრილი, 10:43
უზომოდ მიყვარს ყველაფრის მიუხედავად, თუმცა კბილებით არ ვარჩევ.
0 1 2