x
image
natia.a
ფრთხილად, კიტრია! ანუ რა სარგებლობა და რა ზიანი მოაქვს კიტრს
image



კიტრი ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ბოსტნეულია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი დადებითი თვისებებით. იგი არის ისეთი ვიტამინების წყარო როგორიცაა: PP, B1, B2, С, В6. მასში ასევე შედის პანტოტენის მჟავა და კაროტინი.

ამ მცენარის ყველა ნაწილი გამოყოფს ჰაერში განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებსაც სასიამოვნო არომატი აქვს. ისინი აჩქარებს დამჟანგველ და აღმდგენ პროცესებს, აუმჯობესებს სუნთქვას. მეცნიერები მას „საჰაერო ვიტამინებსაც“ კი ეძახდნენ.


კიტრის სამკურნალო თვისებები

ბოსტნეული და განსაკუთრებით კიტრი, დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. მის სასწაულმოქმედ თვისებებს ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა. ეგვიპტელები კი კიტრის წვენს სიცხის დამწევ და ორგანიზმის გამაძლიერებელ საშუალებად იყენებდნენ.
კიტრი არის კარგი ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება, აღვიძებს მადას, მოიხმარენ მუწუკების სამკურნალოდ. კიტრი აჩქარებს ჩირქოვანი ჭრილობის შეხორცებას.


როგორც დაბალკალორიული პროდუქტი, იგი გამოიყენება გასახდომი დიეტის დროს. პრაქტიულად ყველანაირი დიეტის დროს შეიძლება მათი რაციონში ჩართვა. ასევე სასარგებლოა განტვირთვის დღეების მოწყობა, რომელთა განმავლობაში, დღეში

მხოლოდ 2 კილოგრამ კიტრს მიირთმევთ. ტარტარის მჟავა, რომელიც ამ პროდუქტის
შემადგენლობაში შედის, ხელს უშლის ნახშირწყლებს ცხიმებად გარდაქმნაში. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი განტვირთვის დღეებში სასურველია ორგანიზმზე ფიზიკური დატვირთვის შემცირება.

image
კიტრის წვენი პაროდონტოზისა და თმის ცვენის სამკურნალოდ გამოიყენება, აუმჯობესებს მეხსიერებას, ახდენს ათეროსკლეროზის პროფლაქტიკას, დადებითად მოქმედებს გულის კუნთებზე.



კიტრის წვენს თაფლს თუ დავამატებთ სიცხის დამწევ საშყალებადაც გამოდგება. ხოლო სტაფილოსა და ჭარხლის წვენთან ერთად რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებაც არის.

ეს ბოსტნეული ნივთიერებათა ცვლას ყველაზე უკეთ უწყობს ხელს, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. წყალი, რომელიც მასში დიდი რაოდენობით შედის,
წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, შველის მოწამვლის დროს, ამცირებს
კენჭებს ნაღვლის ბუშტში.

კიტრი გამოიყენება კოლიტის დროს, არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას, სასარგებლოა ასევე ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.


კიტრის მწნილის დადებითი თვისებები
image
კიტრის მწნილიც ასევე დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, განსაკუთრებით ზამთარში. იგი გამოდევნის შლაკებს, მარილებს, ქოლესტერინს, ხელს უწყობს ცილების
შეთვისებას. რეკომენდებულია მარილების დაგროვების, უძილობის, თირკმლის დაავადებების დროს.


თუმცა გაფრთხილდით! კიტრის მწნილი უკუნაჩვენებია ქოლეცისტიტისა და მწვავე ჰეპატიტის დროს - მარილიანის მიღება არ შეიძლება თუ კუჭის სეკრეცია დაქვეითებიულია.


კიტრის კოსმეტიკური თვისებები
image

ახალი კიტრი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში. იგი ათეთრებს, აახალგაზრდავებს და ჭიმავს კანს. აშორებს მუწუკებს, ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ნაოჭები ან აკნე, კიტრის ნაჭრით ყოველდღიურად კანის გაწმენდა მაინც
რეკომენდებულია. ამგვარი ნიღაბი ამცირებს თვალების ქვეშ შეშუპებას, ავიწროებს ფორებს და იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.


როდის არ უნდა მივირთვათ კიტრი!
image

გასათვალისწინებელია, რომ კიტრის მიღება გრკვეულ პირობებში უკუნაჩვენებიცაა. კიტრს უნდა მოერიდოს ის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვს ან გასტრიტითაა დაავადებული.

დამარილებული ან დამარინადებული კიტრის მოხმარება უნდა შეზღუდონ მათ, ვისაც ღვიძლი აქვთ დაავადებული. ეს ეხებათ ასევე ჰიპერტონიითა და ათეროსკლეროზით
დაავადებულებს.

ასევე სახიფათოა არასეზონური კიტრის (ისევე, როგორც ყველა სხვა ბოსტნეულის) მიღება, რადგან მათში დიდი რაოდენობით ნიტრატები შედის. თუ მაინც გსურთ ამგვარი ბოსტნეულის ჭამა, აუცილებელია მათი გაცქვნა და თავისა და ბოლოს
მოჭრა.


2
9400
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
9400
  
2015, 8 ივნისი, 13:43
სრული სიმართლეა, ყოველ ზამთარს ვიგებ კიტრის მოწამვლის შემთხვევებს, ნუ მსუბუქს მაგრამ მაინც. არასეზონურად კიტრისა და პომიდვრის მიღება მართლაც საშიშია
2015, 6 ივნისი, 13:50
სეზონური კიტრი - ჯანმრთელი და სასარგებლო პროდუქტია!
0 1 2