x
image
alex999
ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ფეიხოა, ასევე ცნობილი როგორც ანანას-გუავა— მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეების გვარი მირტისებრთა ოჯახისა. სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკულ რაიონებში ცნობილია 3 სახეობა. მათგან კულკტურაშია ერთი — Feijoa sellowiana. დასავლეთ საქართველოში შემოიტანეს 1900 წელს, პირველი პლანტაცია გაშენდა 1915—1916 წლებს ბათუმსა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი მწვანეა, კენკრა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 100 გრამში დაახლოებით 8-35 მგ იოდია) რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. რბილობი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, იყენებენ ნედლად და გადამუშავებულად.

image

რა სარგებლობა მოაქვს ფეიხოას თქვენი ორგანიზმისთვის? რომელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს? თუ გაინტერესებთ, მაშინ ამომწურავ პასუხს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ!

image

ფეიხოა პირველ რიგში ყველაზე მოთხოვნადი ხდება იოდის გამო, იოდის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ნაერთების მაღალი შემცველობა: 100 გრამი 3 მგ იოდს შეიცავს. ეს ელემენტი ასეთი რაოდენობით არც ერთ სხვა მცენარეულ თუ ცხოველურ პროდუქტში არ არის, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის პროფილაქტიკისთვის ფეიხოა აუცილებლად უნდა შევიტანოთ რაციონში.

image

დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, უწინარესად - ასკორბინის მჟავას ("ცე" ვიტამინს), ასევე - ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვ. მის შემადგენლობაში შედის კატეხინები და ლეიკოანტოციანებიც - ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.

image


- ფეიხოა თავისუფალ რადიკალებისგან განკურნებისთვის უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია. ამ თვისების საშუალებით, წმენდს სისხლს და ორგანიზმიდან დევნის მავნე ნივთიერებებს.


- სიმსივნისგან თავის დასაცავად ეფექტური საშუალებაა.


- ფეიხოა შეიცვას უხვი რაოდენობით A, B, C -ვიტამინებს, იოდს და კალიუმს.


- იოდის საშუალებით ჩიყვის დაავადებას თავიდან მარტივად მოიშორებთ.


- შეიცავს დიეტურ ბოჭკოებს, ანუ თუ ვინმეს გსურთ დიეტური საკვები, ფეიხოა აუცილებლად გაითვალისიწნეთ


- კარგად იცავს ლორწოვან გარსებს!


- პანტონეტიკური მჟავა, ნიკოტინმჟავა, B6, E და K ვიტამინინები, კალციუმი, მაგნიუმი-მინერალები. ამ ყველაფერს თავის კანქვეშ ინახავს ფეიხოა. ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ფეიხოა სასარგებლოა ორგანიზმისთვის.


image


გირჩევთ, საზამთროდ მოიმარაგოთ ფეიხოას კომპოტი ან ცოცხლად შეინახოთ იგი.





იხილეთ ასევე:

1 - კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2 - ატმის კურკა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

3 - ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4 - მარწყვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!!!

5 - ალუბალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

6 - ბალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

7 - ალუჩა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
19200
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
19200
  
2016, 11 ნოემბერი, 15:26
დიდი მადლობა შეფასებისთვის. ფეიხოა მეც ძალიან მომწონს❤
2016, 11 ნოემბერი, 14:02
როგორ მიყვრას, სტატია კი საინტერესოა ;)
0 1 2