x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
მარწყვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!!!

მარწყვი -მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი (Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი (Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.

image


მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში-თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი ), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგავად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. დაავადებები — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.

image

როდესაც მარწყვზე ვიწყებთ საუბარს, აუცილებლად უნდა მოგახსენოთ მისი სასარგებლო თვისებები. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, ე და ბ ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე დაკრეფილი ტყის კენკრა.

image

მარწყვი ქოლესტერინის წინააღმდეგ!


ესპანეთში მეცნიერებმა და ექიმებმა ერთობლივ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ მარწყვი ცუდ ქოლესტერინს ამცირებს. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 23 პიროვნებამ, რომლებმაც 1 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად ნახევარი კილო მარწყვი მიიღეს... შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი ცუდი ქოლესტერინი 9 % დავარდა. ჯერ-ჯერობით მეცნიერები ისევ იკვლევენ თუ რამ განაპირობა ქოლესტერინის დაგდება, თუმცა ფაქტია, რომ ეს მარწყვის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისებაა.

image

მარწყვის ანტიოქსიდანტური ეფექტი!


მარწყვი არის ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტის მატარებელი კენკრა. სამკურნალო ჟურნალების თანახმად, მარწყვი შედის იმ 50 მცენარეს შორის, რომლებიც საუკეთესო ანტიოქსიდანტები არიან. მარწყვი სიბერის, გულის, ალცჰეიმერის დაავადების და სიმსივნის საწინააღმდეგოდაც საკმაოდ ეფექტურია. მიირთვით მარწყვი უფრო ჯანსაღი ცხოვრებისთვის!

image

მარწყვის უმი ნაყოფი კარგი დიეტური პროდუქტია, უხდება სისხლნაკლებობას, ავიტამინოზს, კარგია მძიმე დაავადების შემდგომ პერიოდში. გამხმარი ნაყოფის ცხელ ნაყენს დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე - ციებ-ცხელების, თირკმელებისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. ტყის მარწყვის ფოთლებისა და ფესურების ჩაი კარგი შარდმდენი, მთრიმლავი და ვიტამინურ საშუალებაა.

image

ხალხურ მედიცინაში იყენებენ მარწყვის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ ფოთლებსაც. მათი მეშვეობით მკურნალობენ ანემიას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს. მარწყვის ნიღაბი კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.

image

მარწყვის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. თუ ალერგიული ხართ, ფრთხილად იყავით!

image

მარწყვზე ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია, რომ ვთქვათ თუმცა ძირითადი უკვე გითხარით. აქვე მინდა გითხრათ, როდესაც შეგაწუხებთ თავის ტკივილი, მიირთვით მარწყვი და უცებ გადაგივლით ეს საშინელი ტკივილი. გამხმარ მარწყვს ადუღებული წყალი დაასხით, გააცივეთ და დალიეთ. ფოთლების ნაყენი ანგინის დროს ყელში გამოივლეთ. უზმოზე 4-6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს. მარწყვის ფოთლების ჩაი კარგი სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალებაა.

image

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არ არსებობს ისეთი კენკრა(მცენარე), რომელსაც უარყოფითი თვისება არ ახასიათებდეს. მარწყვსაც გააჩნია უარყოფითი თვისებები.......

image

მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. პირველ რიგში, სიფრთხილე მოეთხოვებათ მგრძნობიარე და ალერგიულ ადამიანებს. მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამ კენკრას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომლებსაც კუჭის წყლული და გასტრიტი, ანდა სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. მათ მარწყვით მკურნალობამდე ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია. ბრმა ნაწლავისთვისაც მარწყვი არ არის მისაღები.

image






გისურვებთ ჯანმრთელ და გემრიელ ცხოვრებას! დიდი მადლობა ყურადღებისთვის!



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


2
1653
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1653
  
2016, 15 ივნისი, 0:07
აღარ დამანახოთ მარწყვი
2016, 14 ივნისი, 14:54
ვგიჟდებიიი :)
0 1 2