სასარგებლო პროდუქტები მუშმალა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 9 მაისი, 10:11 სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იგივე იაპონურ ზღმარტლს ეძახიან არის - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე, კულტურული ფორმისა — 10 სმ-მდე). ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია. მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმულა სუბტროპიკული კარგი დეკორატიული მცენარეა. მრავლდება თესლითა და მყნობით.
მუშმალა ასაოცარი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მცენარის ნაყოფში შედის შაქარი, ხილის მჟავები, C, PP, P ვიტამინები, პროვიტამინი A, პექტინები, ფიტონციდები, არომატული და მთრიმლავი ნივთიერებები. მედიცინა იაპონურ ზღმარტლს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად, გასამყარებლად და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებს. ფიტონციდების მაღალი შემცველობის წყალობით, მცენარე სასუნთქი გზების ანთებების ჩასაქრობადაც აქტიურად გამოიყენება.
რას შეიცავს 100 გრამი მუშმალა? ენერგია - 47 კკალ ნახშირწყლები - 12.1 გრამი პროტეინი - 0 გრამი ვიტამინები: ვიტამინი A - 1528 IU ვიტამინი C - 1 მგ ნიაცინი - 0.2 მგ ვიტამინი B6 - 0.1 მგ ფოლიუმის მჟავა - 0.14 მკგ მინერალები: კალციუმი - 16 მგ კალიუმი - 266 მგ ფოსფორი - 27 მგ მაგნეზიუმი - 13 მგ რკინა - 0.3 მგ თუთია - 0.1 მგ სელენი - 0.6 მკგ ფასდაუდებელი შემადგენლობა აქვს მუშმალის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ მის ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მუშმალას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს. მუშმალას სხვა სასარგებლო თვისებები: 1. ებრძვის სურდოსა და გრიპს 2. კუჭ-ნაწლავს წმენდს შხამებისა და ტოქსინებისგან 3. აუმჯობესებს მხედველობას 4. აუმჯობესებს თირკმლების ფილტრაციის უნარს, ხსნის დისფუნქციის სიმპტომს 5. ებრძვის შაქრიან დიაბეტს (მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერება ტრიტერპენს და პოლისაქარიდს, რომლებიც სისხლში ინსულინის გამომუშავებას უწყობენ ხელს) სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 2. როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე? 3. ადამიანი პარალელურ სამყაროდან! მოვლენა, რომელსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან! 4. საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 5. ადამიანი პარალელურ სამყაროდან! მოვლენა, რომელსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან! 23870 12-ს მოსწონს
|