x
image
alex999
ბალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

დადგა ზაფხული - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ხილის სეზონში. წინა სტატიებში ვისაუბრეთ ლეღვსა და ალუჩაზე. ახლა მოდი ვისაუბროთ ბალზე!

image

ბალი — კურკოვანთა გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხე ინტენსიურად იზრდება (სიმაღლე 15-20 მ-მდე), აქვს მორიგეობით განლაგებული ტოტები და სწორი, მაღალი შტამბი. ფოთოლი მოგრძო ელიფსური ფორმისაა, ყვავილი თეთრი, ქოლგებად შეკრებილი, ნაყოფი კურკიანა — მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი). ნაყოფის რბილობი წვნიანია, კურკას ცუდად ეცვლება და სიმკვრივის მიხედვით იყოფა ბიგაროებად (მკვრივი რბილობი) და გინებად (ნაზი რბილობი). ამ უკანასკნელს განეკუთვნება უმთავრესად საქართველოში გავრცელებული ბლის ადგილობრივი ჯიშები. ბალს მყნობით ამრავლებენ (ამონაყარს არ იძლევა; გამონაკლისია ქართული ბალი), საძირეებად იყენებენ ბალამწარას, ბალღოჯსა და ბლის კულტურული ჯიშების თესლნერგებს.

image

ბალი კულტივირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ბალი გავრცელებულია მეხილეობის ყველა რაიონში და კურკოვანი კულტურების ნარგაობათა 72%-ს შეადგენს. იგი ზომიერი კლიმატის, სინათლის მოყვარული მცენარეა. მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა ნეშომპალაკარბონატულ ან ლამიან ნიადაგებზე. ხელსაყრელ პირობებში ყოველწლიურად მსხმოიარობს, საშუალო მოსავლიანობა 50-60 ც/ჰა.

image

ბალი საადრეო ხილია (მწიფდება მაისსა და ივნისში), ნაყოფი შეიცავს 10-15% შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ნაკლებად საქაროზა), 0, 2-1, 1% მჟავას (უმთავრესად ვაშლისას), C ვიტამინსა და კაროტინს. იყენებენ სუფრის ხილად, კომპოტის, მურაბისა და წვნის დასამზადებლად.

image

ბალი არის ძალიან სასარგებლო შემდეგი დაავადებებისათვის: თირკმლების, ათეროსკლეროზის და ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემების თავიდან მოსაშორებლად.

image

ბლის კულტურული ჯიშები მიღებულია ველური ჯიშის-ბალამწარასაგან. ბლის ნაყოფი ხასიათდება ძვირფასი სადესერტო თვისებებით. მოიხმარება როგორც სასუფრე ხილი, ასევე ხდება მის გადამუშავებაც.

image





ახლა ჩამოგითვლით ბლის ყველაზე დადებით თვისებებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:


შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონერობისთვის. ყველაზე მთავარია კანს ეხმარება სიჯანსაღის შენარჩუნებაში და საუკეთესო ვარიანტია თმების გამაგრებისთვის.

image

რისთვის გვჭირდება A ვიტამინი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე რთულია. მხედველობის გასაუმჯობესებლად, კბილებისა და ძვლების სიმაგრისთვის რათქმაუნდა საჭიროა ვიტამინი - A! რაც სავსებით მოიძებნება ბალში, ამიტომ არ მოერიდოთ, მიირთვით ბალი.

image

რათქმაუნდა ბალის სასარგებლო თვისებებზე საუბარს ვერ დავამთვარებთ, ამიტომ ბოლოს დავამატებ C ვიტამინს, რომელსაც საკმაოდ შეიცავს ბალი. C ვიტამინის საშულაებით

ადამიანის ორგანიზმი ყოველთვის დაცულია ვირუსებისგან და ინფექციებისგან. ამაგრებს გულის კუნთს, სისხლძარღვთა კედელს.

image

დღეისთვის სულ ეს იყო. ვისაც მოგწონთ ბალი ნუ აარიდებთ თავს. უგემრიელესი ხილია და რაც მთავარია გამოირჩევა ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის! გისურვებთ ჯანმრთელ და ტკბილ ცხოვრებას!!!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
2444
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0