x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალუჩა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ალუჩა სხვა ბევრი ხილის მსგავსად სეზონური ხილია, რომელიც გაზაფხულზე ხარობს. ლიტერატურული მონაცემებით, იგი მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარეა ტყემლოვანთა ქვეოჯახიდან. ალუჩის მცენარე უეკლოა, იზრდება 10-დან 13 მ-მდე სიმაღლის. არის სითბოს მოყვარული ხეხილი. გვხვდება ბარში და ზეგანზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლემდე. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას ალუჩა გადაჯიშდება, გადაწიდვნის დროს კი ინარჩუნებს ჯიშურ თვისებებს. გამრავლების სირთულისა და ნაკლები გამოყენების გამო ალუჩა გადაშენების გზაზეა.

image

ალუჩის ნაყოფი მოყვითალო-მომწვანოა. მსხვილი, დაბერილი გვერდები აქვს, კანი – თხელი და ნაზი. ადრეული სუფრის ხილია. ნაყოფის წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს. ალუჩა გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში. საქართველოში ალუჩა უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. აქ მოჰყავთ ალუჩის ორი ჯიში – მეჩიბუხე და იმერული.

image

მიუხედავდ იმისა, რომ ნაყოფს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს, მას მრავალრიცხვოვანი მოყვარული ჰყავს. მცირეოდენი სიმჟავე მას პიკანტურ გემოს და არომატს სძენს.
ალუჩას ახასიათებს დადებითი თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შეიცავს C ვიტამინს და საუკეთესოა სხავადსხვა დაავადებებისათვის. მაღალი მჟავიანობის გამო დადებითად მოქმედებს ბახუსის დროს.

image

ალუჩა შეიცავს 13% შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1, 5% პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს. ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს. კარგი საშუალებაა პროსტატიტის სამკურნალოდ.

image

როგორ იცით, ალუჩა უკვე შემოსულია. ეხლა არის ის სეზონი, როდესაც ალუჩას ყველაზე მეტი მოყვარული ჰყავს. ალუჩის მირთმევა შეიძლება ყველანაირად. სასარგებლოა როგორც უმი, ისე ჯემის, კომპოტის თუ საწებელის სახით. ასევე ძალიან სასარგებლოა ალუჩის წვენი, რომელსაც იყენებენ ავიტამინოზის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, მუცლის ტკივილის დროს.

image

ალუჩის ნაყოფი ძალიან ცოტა შაქარს შეიცავს, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონეთა რაციონში. ალუჩას უკუჩვენებაც აქვს - იმის გამო, რომ ბევრ ორგანულ მჟავას შეიცავს, არ არის რეკომენდებული გასტრიტით დაავადებული, კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.

image

ალუჩის ცოცხალი წვენი ჩინებულია გაციებების და გრიპოზული მოვლენების დროს, ოფლის მომდენი და ხველების საწინააღმდეგო საშუალების სახით. უჯრედისისა და პექტინების მაღალი შემცველობის წყალობით, იგი ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს, ანუ ჩვენს ორგანიზმში დაგროვებულ მავნე რადიაციულ გამოსხივებას სპობს.

image

სტატიის დასასრულში მინდა სამწუხარო სიახლე მოგითხროთ ალუჩის შესახებ!!! ძვირფასო მკითხველებო, სამწუხაროდ ალუჩა არის გადაშენების პირაზე მყოფ ხილის სახეობებს შორის, ამიტომ ყველა ჩვენთაგანის ვალია, რომ ამ ხილს მოუაროთ, გავამრავლოთ შეძლებისდაგვარად და მოკრეფის დროს მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ტოტები არ მოვტეხოთ. ეს უგემრიელესი მჟავა ხილი მხოლოდ კავკასიაში მოიპოვება, ჩვენ გვეამაყება, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ალუჩის სამშობლოდ ითვლება, საქართველოა!!!!






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

7
7201
16-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
7201
  
2016, 7 ივნისი, 11:56
ძალიან გემრიელი ხილიც და "სტატიაც". მე გრამატიკას სულ ვაქცევ ყურაღებას. ყველაფრით კარგია
2016, 4 ივნისი, 20:17
მნა, მნა, :D ჩემი საყვარელი ხილი
2016, 3 ივნისი, 23:38
ვგიჟდები ისე მიყვარს, უზომოდ...
2016, 3 ივნისი, 18:53
მერე უფრო საინტერესო იქნებაა :)
2016, 3 ივნისი, 18:52
ხოდა სანამ სეზონოა ნახონ:-D
2016, 3 ივნისი, 18:51
ამ სტატიას ზამთარში ვინც ნახავს ცოდვა არააა რა ბოროტობა ალექს? :დ
0 1 7