x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თინა ხიდაშელი:ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება. ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება ეს თუ ვერ გავაჩერეთ!
image


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ქალბატონი თინა ხიდაშელი ბოლო ხანებში გახშირებულ ოჯახურ ძალადობას ეხმაურება და საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს "ფეისბუქის " პირად გვერდზე:


"გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო.
არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.
ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება. ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება ეს თუ ვერ გავაჩერეთ!

მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ
ჩამოვახრჩეთ, ლინჩის წესით გავასამართლეთ სრულიად ქვეყანამ. მე მის დაცვას
არც ვაპირებ არც ვიკადრებ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული,
დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს? ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ. "


image



P.S.
კომენტარები ჩავიკითხე :(

1. მთელი ჩემი აქტიური ცხოვრების მანძილზე ძალადობის მსხვერპლს ვიცავდი,
სულ რაღაც 19 წლის ვიყავი სწორედ პოლიციის განყოფილებაში ნაცემი ქალის
დასაცავად მივარდნილს პოლიციის უფროსმა ხელი რომ გამარტყა, ამიტომ ეხლა ამ
კომენტარებს რომ ქალების ხმებზე ნადირობა დაიწყო წინასაარჩევნოდ უბრალოდ არ
მივიღებ. უსინდისობაა.



2. მაგრამ უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი. ეს
ამოფარება დედაშვილობაზე სწორედ ის პოზა მგონია რომელიც მომაკვდინებელია,
ძალადობის მდუმარე წახალისებაა. დღეს რომ გოგო მოკლეს სულ 20 წლის იყო,
გუშინდელი და გუშინწინდელიც ასეთივე ახალგაზრდები. ასაკსაც მნიშვნელობა არა
აქვს, სულ რამდენიმე ხნის წინ მოხუცი ბებო მოკლედ და ზუსტად ისეთივე
მძიმეა.
დედაშვილობას ამოფარება "ცოლი ქმრის საკუთრებაა" ლოგიკის
გაგრძელება მგონია. აქ სხვებმა უკვე დაწერეს მაგრამ გავიმეორებ დიდი ხნის
წინ არ იყო, ზუსტად ასეთივე ამბავი გავიგეთ, ოღონდ იქ ცოლი და შვილი დახოცა
ვიღაც პირუტყვმა და არც მედია შევარდნიათ საძინებელში და არც საზოგადოებას
მოუწყია საერთო სახალხო ლინჩი.


3. ოჯახური ძალადობა ისე ისმის ზოგიერთ პოსტში როგორც ჯიბის ქურდია რა მოხდა, თითქოს მკვლელობას არ ეხებოდეს. როგორც კი მაგრამ ჩნდება გაგების მცდელობასთან გვაქვს საქმე. მგონი ეს ელემენტარულია.
ძალიან დიდი იმადი მაქვს რომ მე მეჩვენება მხოლოდ და ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ ეს "მაგრამ" მკლავს.

0
126
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0