x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როცა მდიდრები სულ სხვა თვალით ხედავენ ყოველდღიურ ცხოვრებას
image

Reddit-ის მომხმარებლებმა ისაუბრეს ცხოვრებას მოწყვეტილი მდიდარი ადამიანების ყველაზე აბსურდულ შემთხვევებზე, რომლებსაც ისინი შეესწრნენ.




ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაიხსენა მისი მდიდარი ბოსი, რომელიც ვერ ხვდებოდა, თუ რატომ წუხდა გაფუჭებული მანქანის გამო ასე ძალიან.


"იმ დროს მე ვმუშაობდი მცხობელად კეიტერინგულ კომპანიაში და საათში 10 დოლარს ვიღებდი. ეს ძლივს მყოფნიდა ბინის ქირისთვის. მანქანა რომ გამიფუჭდა, შემეტყო, რომ ძალიან ვნერვულობდი. უფროსმა (კომპანიის მფლობელმა) ბოლოს მითხრა: „რატომ ღელავ? ეს ხომ უბრალოდ მანქანაა. ადექი და იყიდე სხვა!” პასუხის გაცემაც ვერ შევძელი, უბრალოდ ვუყურებდი მას როგორც შეშლილს."



ბევრს შეხვედრია ბავშვები მდიდარი ოჯახებიდან, რომლებმაც არ იციან ელემენტარული რაღაცეების კი . ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, მისი კლიენტის 12 წლის ვაჟი დარწმუნებული იყო, რომ ქაღალდის ხელსახოცები არასდროს თავდება. აზრადაც არ მოსვლია, რომ ვიღაცამ უნდა იყიდოს და შეცვალოს იგი.



კიდევ ერთი მომხმარებელი, რომელიც სკოლაში მუშაობდა, ამბობს, რომ ცხრა წლის მოსწავლეებმა მას სერიოზულად ურჩიეს Rolls-Royce-ის ყიდვა.


"განსაკუთრებით განებივრებული ტყუპი დები ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყო ჩემი მანქანა ასე ძველი და რატომ გამოიყურებოდა ასე „საცოდავად“. მათი აზრით ზრდასრულებს, უნდა ჰქონდეთ ახალი ძვირადღირებული მანქანები.


”მამაჩემი ზრდასრულია და ის მართავს Rolls-Royce-ს”, - ამბობდნენ ისინი. — ყოველწლიურად ახალ მანქანას ყიდულობს. შენც ასე უნდა გააკეთო. რატომ არ ყიდულობ ახალ მანქანას? ვეცადე ამეხსნა, რომ ჯერ პირველი წელია რაც ვასწავლი, რომ ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი და ჯერ ფული არ მქონდა.


”მაგრამ მამაჩვენს ყოველთვის ახალი მანქანები ჰყავდა, მაშინაც კი, როცა ის ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა"- ასეთი იყო მათი პასუხი.


ერთ-ერთმა მათგანმა ერთხელ შეგნებულად დაამტვრია ახალი iPhone, რათა სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ეჩვენებინა, რომ მამა მას ახალს უყიდდა.



ზოგჯერ ასეთი ბავშვები ისე იზრდებიან ისე, რომ არ იციან როგორ არის სამყარო სინამდვილეში მოწყობილი. ერთ-ერთმა მომხმარებელი სტუდენტების საერთო საცხოვრებლის კომენდანტად მუშაობდა და იქ გადასულ გოგონაზე ისაუბრა, რომელიც შეძლებული ოჯახიდან იყო. მისთვის მოულოდნელი იყო, რომ ელექტროენერგიის გადახდა მოუწია.




''სამი თვის შემდეგ მისი ელექტროენერგია გამორთულია. ის ჩემს კარზე აკაკუნებს და მთხოვს, რომ ისევ ჩართო. შტეფსელებს ვამოწმებ - ყველაფერი კარგადაა. მე მივდივარ მის ბინაში და მაშინვე ვხედავ წერილების გროვას ელექტროენერგიის კომპანიისგან, სადაც ნათქვამია:


"ბოლო გაფრთხილება!"


მე: ”ენერგოკომპანიას არ აცნობეთ, რომ აქ გადახვედით?”.


ის: ”რა განსხვავებაა. რატომ უნდა იცოდნენ ჩემს შესახებ?


მე: ”იმიტომ, რომ მათ გამოაგზავნონ გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადები.”


ის: ”კარგი, ახლა ნამდვილად მეხუმრები. ელექტროენერგიას არ იხდიან!”





ორი დღის შემდეგ სირცხვილის გამო ბინიდან გადავიდა. მშობლებს მისთვის ჯარიმის გადახდა მოუწიათ იჯარის ვადაზე ადრე დარღვევისთვის. და ეს ორი დღე ვერ მიყურებდა თვალებში.'


image

სტატიები - საზოგადოება - არაჩანდა (intermedia.ge)

0
221
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0