საზოგადოება "დედაზე ნაკლები არც შვილია“-ევა ბარბაქაძის ფოტოსესიამ ერთ დღეში 3250 ლაიქი დააგროვა 19 მაისი, 20:24 მოდელის, ტელეწამყვანის და მსახიობის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ის შავ–თეთრ კომბინირებულ კაბაში პოზირებს.ფოტოებმა სულ რაღაც ერთ დღეში "ინსტაგრამზე" 3250 მოწონება დააგროვა.
„თვალისმომჭრელი“ "როგორი შეცვლილია" „რა ლამაზი ხარ“ „საოცრად გამოიყურები“ "ვგიჟდები რა ლამაზია" „უმშვენიერეს ფორმაში ხარ“ „სილამაზე“ „დედაზე ნაკლები არც შვილია“ - წერენ კომენტარებში. სხვათა შორის ევა ბარბაქაძეს "ინსტაგრამზე" 223 000 გამომწერი ჰყავს. დედა-შვილი ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს და ამას საზოგადოება დიდი ხანია ამჩნევს. 22 წლის ევა ბარბაქაძე კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს და ინფლუენსერია. მონაწილეობს სხვადასხვა სარეკლამო გადაღებებში. ევას და შორენას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ისინი ერთად ბევრს მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. შეგახსენებთ, მოზარდობის პერიოდში 2016 წლის 26 მარტს 14 წლის ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, გოგონას ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდა, მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა როგორც საქართველოში, ისე სტამბულის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. სტამბულის კლინიკაში ევა ბარბაქაძე ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. 602 2-ს მოსწონს
|