x
image
natia.a
რატომ ეჩხუბა მენტორს ცირა კობიაშვილი "x-ფაქტორის" ფინალის წინ
imageროგორც ცნობილია, დღეს მეგა-შოუ "x-ფაქტორის" ფინალია, რომელშიც გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ავთო აბესლამიძე,
გიგი ადამაშვილი, ცირა კობიაშვილი და Dream Girls. მენტორები ყველანაირად ცდილობენ საკუთარი კატეგორიის კონკურსანტებს მხარი დაუჭირონ, განსაკუთრებით აქტიურები არიან სოფო ნიჟარაძე და ნიკა გვარამია, რომლებმაც "ფეისბუქის" გვერდებიდან უკვე მოუწოდეს მომხმარებლებს მხარი დაუჭირონ მათ კონკურსანტებს. გუშინ ცირა კობიაშვილმაც გამოაქვეყნა სტატუსი, რომლითაც გულშემატკივრებს მხარდაჭერა სთხოვა:


"ხვალ ბოლოჯერ გამოვალ xfactoris სცენაზე და ყველანაირად ვეცდები რომ ჩემს გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო ..სიმართლეს გეტყვით ცოტა იმედგაცრუებული ვარ თითქოს ვიცი კიდევაც რა მოხდება ხვალ...მაგრამ მე მაინც მჯერა სასწაულების...
ბოლოჯერ გთხოვთ რომ დამირეკოთ" - წერს ცირა. ამას მოჰყვა მისი მენტორის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი იმავე მოწოდებით:


"ცირა მეჩხუბა - ყველა სხვა მენტორმა დადო თავისი კონკურსანტის მხარდასაჭერი სტატუსი და შენ რას მიკეთებო?
ავუხსენი, რომ ცხოვრებაში, მგონი, სულ ორი სტატუსი მაქვს დაწერილი და სოციალურ ქსელში აქტიურობა ღრმად და მყარად მკიდია.
მაგრამ არ მინდა, ფინალის წინ ზედმეტად ვანერვიულო ჩემი გოგო 18 წლიდან, ამიტომ მეც ვდებ:
იქს-ფაქტორი 2016-ის ბოლო კონცერტამდე საათები რჩება! ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი ცირა ფინალშია! და, თქვენ წარმოიდგინეთ, გამარჯვებაც უნდა!
დახმარების მსურველებს გთხოვთ, დარეკოთ.
ერთად გადავარჩინოთ პატარა ცირა.
დიდი მადლობა." - ვკითხულობთ ჟურნალისტის პირად გვერდზე.



image

image



0
1102
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0