შოუბიზნესი "ეს გაქანებული სატანისტიც მოკვდა..." - იუნა შაფათავას უცნაური გამოხმაურება ლეგენდარული მუსიკოსის სიკვდილზე 2016, 11 იანვარი, 17:41 "ეს გაქანებული სატანისტიც მოკვდა...რა საინტერესოა, როგორ მოეწონა ჯოჯოხეთი.... rip let yourGod save your soul..." - სოციალურ ქსელში ამ უცნაური სტატუსით ეხმიანება სკანდალური იუნა შაფათავა მსოფლიო მუსიკის ლეგენდის, დევიდ ბოუის სიკვდილს. შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს 69 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბრიტანელი როკ-მუსიკოსი დევიდ ბოუი. მისი გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც მუსიკოსი 18 თვის მანძილზე ებრძოდა. 8 იანვარს, მისავე დაბადების დღეზე მუსიკოსის უკანასკნელი ალბომი გამოვიდა სახელწოდებით "Blackstar". იგი მრავალი ჯილდოს, მათ შორის გრემის მფლობელია და გაყიდული აქვს მილიონობით ჩანაწერი. ჟურნალმა NME 2000 წელს ბოუი ასწლეულის ყველაზე გავლენიან მუსიკოსად აღიარა. იგი ასევე შევიდა „ასი უდიდესი ბრიტანელის“ ჩამონათვალის პირველ ოცდაათეულში და რაინდის ტიტული დაიმსახურა, თუმცა უარი განაცხადა მის მიღებაზე. 1289 8-ს მოსწონს
|