x
image
natia.a
"დაკოდილი კაცის" ნამღერი, რომელსაც მენტორები ფეხზე წამოუდგნენ და მოულოდნელი შედეგი - რა მოხდა "X ფაქტორ"-ში
image
გუშინ "რუსთავი -2"-ის მეგა-შოუ "X ფაქტორ"-ის მორიგი ლაივი გაიმართა. მაყურებლის წინაშე დარჩენილი 8 კონკურსანტი წარსდგა. კოცერტს არც ამჯერად ჩაუვლია მოულოდნელობებისა და აზრთა სხვადასხვაობის გარეშე. განსაკუთღებით საინტერესო ამ მხრივ მიშო სულუხიას ორიგინალური წარმოდგენა და ნამღერი იყო. მართალია, მას ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე წამოუდგა. მაგრამ გიორგი გაბუნიამ საკმაოდ ორიგინალური კომენტარით "შეამკო":


"მე ფეხზე ვიდექი, როცა მღეროდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მომეწონა. მაგრამ მგონი რაღაც აირია კატეგორიებში. საუკუნეების წინ მამაკაცებს კასტრაცია უკეთებდნენ იმისთვის, რომ ასეთი ხმა მიეღოთ ამ ასაკში. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ადგილზე აქვს, მაგრამ შესაბამისად, რას ერჩის ამ ადამიანს მენტორი, რატომ ამღერებს მას დაკოდილი მამაკაცივით?" - ასე "იხუმრა" მან.

image

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ვერც ერთი კაცი ისე ვერ მღერის, როგორც შენ. ამ კონკურსში შენი ფასი ნამდვილად არავინაა." - ასე შეაფასა მენტორმა, ნიკა გვარამიამ მიშოს შესრულება.




აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დათუნა ლაზარიშვილის მიერ შესრულებლმა "ჰერიო ბიჭებომაც". მიუხედავად იმისა, რომ პატარა კონკურსანტმა ქართული სიმღერა უნაკლოდ შეასრულა, გიორგი გაბუნიამ თავი აქაც "გამოიჩინა" და განაცხადა, რომ:


image
"პირველად გამოჩნდა ის საფრთხე, რომლის წინაშეც დათუნა დგას თავისი ასაკიდან გამომდინარე. მუსიკალური შინაარსი მას ძალიან კარგად ესმის. მაგრამ ამ შემთხვევში, როცა ეს არის ქართული სიმღერა, როცა ყველას ძალიან კარგად ესმის თითოეული სიტყვის მნიშვნელობა და თითოეულ სიტყვაში უნდა იდოს ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან ღრმა გრძნობა, რომელსაც ჩვენ დავიჯერებთ, ეს აქ არ იყო, იმიტომ, რომ დათუნა ძალიან პატარაა ამისთვის. ამიტომ მე ვთვლი, რომ თავისთავად სიმღერა ძალიან ეფექტურია და ადვილად მისაღები მაყურებლისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან სარისკო. დათუნა ამ სიმღერას ასრულებდა ამ შემთხვევაში, როგორც ბავშვი, რომელსაც ნასწავლი აქვს სიმღერა, ძალიან კარგად ასრულებს, მაგრამ ვერ ადმოსცემს იმ ღრმა ტკივილს, რომელიც დევს ამ კომპოზიციის შინაარსში."


სკანდალური ცირა კობიაშვილის გამოსვლა ჟიურის წევრებმა ისევ მხოლოდ ვიზუალურად ეფექტურად შეაფასეს და ხაზი კონკურსანტის სილამაზეს გაუსვეს, თუმცა ოთხივე წევრმა, (გარდა, ცხადია, თავად ცირას მენტორისა) აღნიშნა, რომ საკუთრივ ნამღერში ბევრი შეცდომა იყო.

image


საბოლოოდ, მაყურებლის ხმათა უმრავლესობა მაინც ცირა კობიაშვილს ხვდა წილად. ხოლო აუტსაიდერებში მალიბუ ტუღუში და ნინა ყიფშიძე აღმოჩნდნენ. საბოლოოდ, მენტორთა გადაწყვეტილებით, პროექტი მალიბუ ტუღუშმა დატოვა, რაც მაყურებელთა უმრავლესობისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.



3
956
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
956
  
2016, 9 ივნისი, 19:09
100%-ით მართალი ხარ ნანა ;-* მიშო წლების წინ გავიცანი და კაგად ვიცი მისი შესაძლებლობები,ამ კონკურსისთვის მეცოდება :(((( გაბუნია თავხედი და უზრდელია,უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდება მისი საქციელი :@ ცირა საერთოდ არ მომწონს :)))
2016, 9 ივნისი, 10:53
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს გაბუნია ცირას მსგავსი უტვინო მომღერალი და ზოგადად როგორც ქალი,ყველას საერთოდ ვისაც მოგწონთ ეგ გოგო....მალიბუ აუცაიდერი და სახლში წასვლა და ცირა კობიაშვილი ლიდერი,ეს შეურაწყოფაა ერის ზოგადად ,თუმცა ის მაბედნიერებს რომ ერი არ ერევა ამ უმსგავსობაში და ეს უმსგავსო ხალხის პირად შოუა...
2016, 9 ივნისი, 10:52
მიშას მუსიკალური ინტელექტი და შესრულების პროფესიონალიზმი ცდება გვარამიას,გაბუნიას შეგნების დონეს ზოგადად ,საერთოდ გასაოცარია რაც ხდება ამ პროექტში,მუსიკალურ კონკურსში ყველაზე ნაკლებს კომენტარის და შენიშვნების სახით მუსიკოსი რომ საუბრობს და ენას რომ არ აჩერებს არაპროფესიონალები,რომლებსაც უკვე უზრდელობაში და შეურაწყოფაში გადასდით თავიანთი აზრის გამოხატვა....დასახური კიარა დასაწვავია რუსთავი 2 !!!
0 1 3