ფოტო, რომელზეც მშვენიერ მერილინ მონროს საჰაერო ცხაურიდან გამოსული ჰაერი კაბას უფრიალებს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფოტოებს შორის არის. ქვემოთ წარმოგიდგენთ დღევანდელ ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც საკუთარ თავზე, ნებით თუ უნებლიდ გამოსცადეს მსგავსი მომენტები. ადვილი შესამჩნევია, რომ ზოგიერთი მათგანი ამ მდგომარეობაში მართლა უნებურად აღმოჩნდა, ზოგმა კი ცნობილი პოზა ნებით მოირგო.
1. მიშელ ობამა
აშშ-ს პორელ ლედის მსგავსი მომენტები არაერთხელ შექმნია, განსაკუთრებით თვითმფრინავში ასვლისას თუ ჩამოსვლისას და უმეტეს სემთხვევაში უხერხული სიტუაციიდან მეუღლეს, ბარაკ ობამას გამოუხსნია, ისევე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.
2. მადჰური დიქსიტი
ბოლივუდელ ლამაზმანს მსგავსი მომენტი უნებურად ფილმის გადაღების დრო შეექმნა. თუმცა ეს მომენტი მონტაჟის დროს არ ამოუჭრიათ და ფილმში დარჩა.
3. ელიზაბეტ ოლსენი
თხელ, თავისუფალ კაბაში გამოწყობილ მის ელიზაბეტ ოლსენს მერლინ მონროს მომენტი შემთხვევით შეექმნა საჯაროდ გამოსვლისას. 26 წლის მსახიობი მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურებოდა აბრეშუმის, დახურულსაყელოიან კაბაში.
4. კეიტ აპტონი
ულამაზეს მოდელს, კეიტ აპტონს შემთხვევით კაბის აფრიალებით ქვედა საცვალი საჯაროდ გამოუჩნდა.
5. ნეტარი ნაუტონი
ფოტოდან აშკარად ჩანს რომ მომღერალი ნეტარი ნაუტონის კაბის აფრიალება ნაკლებად არის მოულოდნელი და ყველაზე მეტად ჰგავს ორიგინალს.
6. ფრანჩა რაიზა
მშვენიერ ფრანჩა რაიზასთვის მონროს მომენტს საჯაროდ საცვლების გამოჩენა მოჰყვა, თუმცა ამან მსახიობს მეტი ცნობადობა შესძინა.
7. ჯესიკა ჩასტენი
ჯესიკა ჩასტენს ეს ცნოილი მომენტი 2014 წლის კანის ფესტივალზე წითელ ხალიჩაზე გავლისას დაუდგა. უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მისი მშვენიერი იასამნისფერი აბრეშუმის კაბა ჰაერში ააფრიალა.
8. არტა დობროში
როგორც ჩანს მას არა თუ აფრიალებული კაბის დასაკავებლად ჰქონდა დრო, არამედ ქვედა საცვლის ჩაცმაც დაავიწყდა.
9. ჯესიკა ალბა
ჯესიკა ალბას მერლინ მონროს მომენტი ბორდოსფერი გაშლილი თხელი კაბის ტარების დროს შეექმნა. ნიუ-იორკში, მეტროს ცხაურასთან გაჩერებულ ლამაზმანს უეცრად გამოსულმა ჰაერმა კაბა აუფრიალა.
10. კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანისთვის მსგავსი პიკანტური მომენტები იშვიათი ნამდვილად არა არის.