შოუბიზნესი ნიკა გვარამიამ X ფაქტორი დატოვა! - რამ გაანაწყენა მენტორი? (+ვიდეო) 2016, 28 აპრილი, 21:48 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეგა-შოუ, X Factor-ი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას და ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებს ნიკა გვარამია პროექტს. ვინც აღნიშნულ შოუს თვალს ადევნებს, იცის, რომ მომავალი კვირიდან ე.წ. "ოთხი სკამის" ეტაპი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხივე კატეგორიის საუკეთესო ათეულები სკამის (ანუ პროექტში ადგილის) შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ვიდეოზე ვხედავთ, რომ "ოთხი სკამის" ჩაწერისას ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს და X Factor-ის მენტორს, ნიკა გვარამიას შეკამათება მოუვიდა მეორე მენტორთან - ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან, რის შედეგადაც დატოვა პროექტი. კამათის მიზეზი კი გაბუნიას კატეგორიის ერთ-ერთი მონაწილე, მალუბუ ტუღუში იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვარამია მისი პროექტში დარჩენის წინააღმდეგი იყო, მისმა მენტორმა - გიორგი გაბუნიამ მალიბუ მომდევნო ტურში გადაიყვანა. ამ გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად ნიკამ პროექტი დატოვა. სოციალურ ქსელში აღნიშნულ ინფორმაციას ზოგი რეიტინგის ასამაღლებლად დადგმულ შოუდ აღიქვამს და ტელეკომპანიას აკრიტიკებს ზოგს პირიქით, ნამდვილად სჯერა, რომ გვარამია ემოციებს აჰყვა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ხვდებიან, რომ კარგი სანახაობის დადგმა აუცილებელიც კი არის და რუსთვი 2-ს ეს ნამდვილად კარგად გამოსდის. იხილეთ გვარამიას მიერ პროექტის დატოვების ექსკლუზიური კადრები, რომელიც X Factor-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა: 3026 7-ს მოსწონს 1-ს არა
|