x
image
natia.a
"ნიკო ბერიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია ისრაელში"


image
„მომღერალ ნიკო ბერიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია ისრაელში, დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ეს ნიჭიერი ადამიანი”, - პლაკატი ამ წარწერითა და საკუთარი ფოტოთი მომღერალმა ნიკო ბერიძემ სახლთან გაკრული აღმოაჩინა.


„ახლახანს დამხვდა ჩემს სახლზე სამსახურიდან რომ დავბრუნდი :)) ფულის გაკეთება მოგინდათ ჩმორებო?”, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.


ნიკო ბერიძე მაყურებელმა სხვადასხვა მუსიკალური პროექტებით გაიცნო. იგი არის “ორი ვარსკვლავის” და “ჯეოსტარის” მონაწილე, ასევე კოტეს როლის შემსრულებელი დავით დოიაშვილის გახმაურებულ მიუზიკლში “ქეთო და კოტე”.


სავარაუდოდ, ნიკო ბერიძის სახელის გამოყენებით ვიღაც ფულის გაკეთებას ცდილობდა.



0
518
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0