პირველი კოცნა...როგორც წესი ეს ყველაზე რომანტიკული მომენტია ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებულ კვალს ტოვებს მის მეხსიერებაში. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგისთვის პირველი კოცნა არც თუ ისე სასიამოვნო იყო. სტატიაში გავიგებთ როგორი იყო ჯენიფერ ლოურენსის, ბრედლი კუპერის, ჯესიკა ალბასა და სხვა ჰოლივუდელების პირველი კოცნა.
მერილ სტრიპი
„სკოლაში საშინელი მზუთხავი ვიყავი, სათვალეს ვატარებდი. სასკოლო თეატრშიც მხოლოდ იმისთვის ჩავეწერე, რომ ცოტა პრანჭიაობა მესწავლა. და ვისწავლე კიდეც! ბიჭმა პირველად რომ მაკოცა 14 წლის ვიქნებოდი, ალბათ“.
პირს ბროსნანი
„ირლანდიაში ბებიას და ბაბუას რელიგიურ სკოლაში დავყავდი, იქ კოცნაზე ფიქრის ადგილი ნამდვოლად არ იყო. პირველად მხოლოდ 14 წლისამ ვაკოცე გოგოს.“
ჯენიფერ ენისტონი
„13-14 წლის ვიქნებოდი, მე და ერთი ბიჭი სკოლაში კიბის ქვეშ დავიმალეთ. და სწორედ იქ მაკოცა. მერე კი ცოტა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. ვეღაც კი ვიხსენებ რომელმა რომელი მივატოვეთ“.
მეგან ფოქსი
„14 წლის ვიყავი ეს რომ მოხდა, სკოლის ამხანაგთან, ბენთან. მახსოვს, როგორ ვიპარებოდი ღამ-ღამობით სახლიდან მასთან შესახვედრად. ის კი ყოველ ღამე ჩემს ფანჯარასთან ყუთებით კიბეს აკეთებდა, ჩამოსვლა რომ შემძლებოდა... ჩემს მშობლებს ძალიან მკაცრი შეხედულებები ჰქონდათ ბიჭებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.“
ჯონი დეპი
„კოცნა არ მახსოვს. ალბათ მაშინ, როცა კაცი გავხდი - 13 წლის ასაკში. ჩემი პირველ გოგო ჩემივე თაყვანისმცემელი იყო. მაშინ უკვე გამოვდიოდი კლუბებში და ვუკრავდი.“
სკარლეტ იოჰანსონი
„ჩემს ცხოვრებაში ეს 14 წლის ასაკში მოხდა. ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე...ხვდები ადამიანს, რომელსაც, გგონია, რომ ყველაზე უკეთ ესმის შენი და
ზუსტად შენსავით გრძნობს ყველაფერს. მასთან ყოფნისას განიცდი იმას, რაც ადრე
არასოდეს განგიცდია.“
კეიტ ბლანშეტი
„ვფიქრობ, 12 წლის ვიქნებოდი. ცოტა მეუხერხულება ამის აღიარება, მაგრამ ეს დაქალთან მოხდა. მე ქალთა კოლეჯში ვსწავლობდი, სადაც არ იყვნენ ბიჭები, მაგრამ
იყო თეატრალური წრე. ერთ-ერთ სპექტაკლში მოგვიწია ერთმანეთის კოცნის განსახიერება. რას აღარ ჩაიდენ ხელოვნების გამო!“
კირა ნაიტლი
„15-16 წლის ასაკში. ასე გვიან იმიტომ, რომ სკოლაში მზუთხავად მთვლიდნენ. მშობლები შემპირდნენ, რომ აგენტი მეყოლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ კარგად ვისწავლიდი.“
ემილი ბლანტი
„პირველი რომანტიკული კოცნა 14-15 წლის ასაკში მქონდა. მანამდე კი ლოყაზე ხშირად მკოცნიდნენ ხოლმე ნაცნობ-მეგობრები თუ თაყვანისმცემლები სასკოლო სპექტაკლების შემდეგ.“
ემა სტოუნი
„მახსოვს ჩემი პირველი კოცნა ენდრიუ გარფილდთან. ახლა ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით. ყველაფერი კი ფილმის „ახალი ადამიანი-ობობა“-ს გადაღებიდან გაიწყო. იქ ბავშვური ჩახუტება უნდა გვეთამაშა. თავიდან ცოტა შეგვეშინდა, მაგრამ რამდენიმე დუბლის შემდეგ როლში შევედით და მივხვდით, რომ ერთად ყოფნა მოგვწონდა. მას შემდეგ აღარც დავშორებულვართ.“
ბრედლი კუპერი
„ეს სკოლაში მოხდა და ცუდად მახსოვს. სამაგიეროდ მთელი ცხოვრება მემახსოვრება კოცნა სარა ჯესიკა პარკერთან კოცნა „სექსი დიდ ქალაქში“-ს გადაღებაზე. მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი და გადაღების დაწყების წინ მითხრეს, რომ პარკერს ენის შეხება არ მოსწონს, და ამან ყველაფერი გააფუჭა. იმის მაგივრად, რომ სიყვარული მეთამაშა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ენა არ შემეხო ჯესიკასთვის.“
ჯესიკა ალბა
„პირველი კოცნა 13 წლისას მქონდა. ბიჭს მეისონ რენილო ერქვა. „მხიარული ბოტანიკოსების“ სერიიდან იყო, რომლებიც ყოველთვის მომწონდა. სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ 16 წლიდან აღარ ველაპარაკები."
ჯენიფერ ლოურენსი
„13 წლისა სკოლაში საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივართა ლიდერი ვიყავი,
ამიტომ წარმატებული მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანს შეეძლო ემოციის ფონზე ეკოცნა
კიდეც ჩემთვის. მოგებით გამოწვეული ემოციის კოცნით გამოხატვა...რატომაც არა?“