x
image
natia.a
ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავები, რომლებსაც ფიზიკური დეფექტები აქვთ - ვერასდროს წარმოიდგენდით!
image
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფიზიკური დეფექტები შოუ-ბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებსაც აქვთ. ზოგიერთი მათ გულმოდგინედ მალავს, ზოგი კი პირიქით, საჯაროდ საუბარს არ ერიდება. ამ სტატიაში გავეცნობით რამდენიმე მათგანს.

1. ენდი გარსია


image

სიმპატიური და ნიჭიერი მსახიობი, ენდი გარსია მხარზე სიამის ტყუპისცალით დაიბადა. სიამის ტყუპის განუვითარებეი ნაყოფი ენდის ქირურგიული გითმოაცილეს და დღეს მის არსებობაზე მსახიობს მხოლოდ მხარზე არსებული შრამი ახსენებს.

2. სილი


image

პოპულარული მომრერლის სახეზე არსებული შრამები შედეგია კანის დაავედებისა, რომელიც დისკოიდური წითელი მგლურას (DLE) სახელითაა ცნობილი. სილი ამით დაავადებული იყო ჯერ კიდევ მოზარდობის დროს და სწორედ მაშინ გაუჩნდა შრამები. დღეს მომღერალი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული შრამები გარკვეულ შარმსაც კი მატებს მას.
.
3. ტინა ფეი


image

ცნობილი კომედიური მსახიობის, ტინა ფეის სახეზე არსებულმა შრამმა დიდი ხანია მაყურებლების ყურადღება მიიპყრო. მსახიობი დიდიხანს მალავდა მის წარმომავლობას. აღმოჩნდა, რომ ხუთი წლის ასაკში ტინა ძალადობის მსხვერპლი გახდა, რომლის დროსაც ბოროტმოქმედმა დანით სახე გაუსერა.


4. დენზელ ვაშინგტონი



image

პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცს, დენზელ ვაშინგტონს ცალ ხელზე მოღუნული ნეკა თითი აქვს. ახალგაზრდობაში, კალათბურთის თამაშისას მან თითი მოიტეხა და ექიმს დროზე არ მიმართა, რისი შედეგიც არის აღნიშნული დეფექტი.

5. პადმა ლაკში


image

ტინა ფეისგან განსხვავებით, პადმა არ მალავს თავის შრამს, პირიქით, თავისი ცხოვრებისა და იმიჯის განუყოფელ ნაწილად აღიქვამს. მსახიობმა შრამი მიიღო ავტოავარიის შედეგად, რომელშიც მშოლებთან ერთად, მოზარდობის დროს მოხვდა.

6. დერილ ჰანა


image

თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მსახიობს მარცხენა ხელზე თითის ფალანგი არ გააჩნია. ბავშვობაში მსახიობს თითი გაეჭედა ონკანში. ფილმებში იგი თავის ამ ნაკლს პროტეზის ან ხელთათმანების წყალობით ფარავს.


7. ხოაკინ ფენიქსი


image

მსაიობი კურდღლის ტუჩით დაიბადა, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა წარმატებული კარიერის გაკეთებაში.

8. ჰოლი ბერი


image

მსახიობს ფეხზე ექვსი თითი აქვს. როცა ღია ფეხსაცმელს იცმევს, ეს ადვილი შესამჩნევია.


9. ოპრა უინფრი


image

ჰელი ბერის მსგავსი დეფექტი აქვს ცნობილ ტელეწამყვანსაც.

10. მეგან ფოქსი


imageimage


მშვენიერ მეგან ფოქსს თითების ზედა ფალანგების გასქელება აქვს, რის გამოც, ცერა თითის ფრჩხილი ძალიან მოკლეა.

11. დენ ეიკროიდი, დანიელ პანაბეიკი, ეშტონ კაჩერი, რეიჩელ სტივენსი, ტრიშა ჰელფერი.
imageimage


ყველა მათგანს შეზრდილი ფეხის თითები აქვა და ამაზე ხშირად საუბრობენ ტელევიზიითაც.

12. რატიკ როშანი


სიმპატიურ რიტიკ როშანს მარჯვენა თითზე ორი ცერა თითი აქვს.
imageimage


13. კაროლინა კურკოვა


image

image


ჩეხ სუპერმოდელს, კაროლინა კურკოვას ტავბრუდამხვევი კარიერის გაკეთებაში ხელი სულაც არ შეუშლა ჭიპის არასებობამ. ფოტოსესიებში ამ პრობლემას ძალიან მარტივად - ფოტოშოპის წყალობით ჭრიან.


1
694
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
694
  
2016, 2 დეკემბერი, 23:29
ჭიპი არ აქვს? ეგ როგორ ტოო
0 1 1