x
image
ვიზა კოხაძე
სერიალ " დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი მერემ უზერლი სასიყვარულო თავგადასავალს აღარ მალავს
image

პოპულარული თურქული სერიალის "დიდებული საუკუნე" მთავარი მოქმედი გმირი ჰიურემ სულთანის როლის შემსრულებელი მერემ უზერლი ისევ მოექცა თურქული ყვითელი პრესის ფურცლებზე.მსახიობი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სიყვარულში იმედგაცრუება და შეურაცხყოფა იწვნია, ახლა უკვე აღარ მალავს თავის რომანს თურქ ბიზნესმენთან, - იახტკლუბის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან ალიფ ოზჯანთან.ამის შესახებ მსახიობმა საკუთარ მიკრობლოგზე ფოტო გამოაქვეყნა არაორაზროვანი смайликами.imageსრულიად ახალგაზრდა გერმანელი მსახიობი მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ამ დიდებული როლის საუკეთესო შესრულებით გაიცნო. მერემ უზერლი სერიალის გადაღების დროს დაუახლოვდა თურქ ბიზნესმენს ჯან ატეშას, მაგრამ წყვილის ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მსახიობმა პირად ცხოვრებაში უდიდესი შეურაცხყოფა გადაიტანა, როდესაც ბიზნესმენმა უარი განაცხადა მერემის ცოლად შერთვაზე, ( ეს მაშინ მოხდა, როცა ჯანმა მერემის ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო )თუმცა ის თანახმა იყო მონაწილეობა მიეღო შვილის აღზრდაში. 2014 წლის თებერვალში მას გოგონა შეეძინა და ასე მოევლინა ქვეყანას ლარა უზერლი ( მსახიობმა გოგონას საკუთარი გვარი მისცა ).


imageimageროგორც წყარო წერს, მსახიობი ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ალფა ოზჯანთან თვეების მანძილზე მალავდა. წყვილი რომანს უმალავდა როგორც ყვითელ პრესას, ასევე იმ ათასობით გულშემატკივარს, რომელთა უმეტესობა მერემის პირადი ცხოვრებით ინტერესდებოდა. ახლა კი მსახიობმა ფოტოებით პირველმა გაავრცელა ინფორმაცია და უფრო მეტიც: - რამდენიმე კვირის წინ წყვილი პაპარაცებმა სტამბულის ერთ - ერთი რესტორნიდან გამოსულები დააფიქსირეს და იმის ნაცვლად, რომ დამალულიყვნენ, მსახიობმა კამერებთან თამამად იპოზიორა და რამდენიმე კითხვაზეც კი უპასუხა მათ.

ახლახანს მერემ უზერლმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ლარასა და მისი მომავალი მეუღლის ალფა ოზჯანის ფოტო ატვირთა, სადაც ნათლად ჩანს რა ბედნიერად გრძნობს თავს პატარა გოგონა " მამინაცვალთან" ერთად სეირნობისას.


image


0
337
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0